ნაწარმოებები



ავტორი: ჰერკულესი
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2021


მორიელის მონოლოგი

მე.    მე შემიძლია გავაჩერო ჩემი გემი, ჩემსავე სიბრძნის ნავსაყურადში, ჩამოვიდე და თქვენთან ერთად ვიცურო დიდხანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თქვენთან დავრჩები. მე შემიძლია გაგაკრიტიკოთ, საფუძვლიანად, მაგრამ თქვენ მე დამიბრუნებთ უსაფუძვლო პასუხებს. მე შემიძლია მოგცეთ რჩევები, მაგრამ თქვენ ამ რჩევებს ტალახში ამოსვრით, როგორც ყოველთვის. მე შემიძლია გითხრათ, როგორ სჯობს და რატომ, მაგრამ თქვენ გირჩევნიათ ეს ყველაფერი ღმერთს შესთხოვოთ და შემდეგ ელოდოთ. მე შემიძლია ცხობრების ეკლებიანი პერანგი ჩავიცვა და შემდეგ ვირბინო, თქვენ კიდე ტკივილის გეშინიათ და არჩევთ იყოთ შიშველი მონები. მე შემიძლია სიმართლე ვთქვა, თქვენ კი არ გძალუწთ.

თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი ფულისთვის მაგრამ ეს ლამაზად შენიღბოთ.
თქვენ შეგძლიათ ილოცოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ სამოთხეში ადგილი გამოისყიდოთ.
მოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩინისთვის საკუთარი თავები გაყიდოთ და შემდეგ ამას მიღწევა დაარქვათ და შთამომავლობას აღტაცებით მოუყვეთ ამის შესახებ.
თქვენ შეგიძლიათ მოკლათ იდეა და აცოცლოთ სტაბილურობა.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რობოტი და მოკლათ ადამიანი.

კიდევ ბევრი რამ შემიძლია, თუნდაც კიდე მოგმართოთ მაგრამ სული მეხუთება ამ ყროლისგან, ამ პრიმიტიული არსებობისგან. ვუყურებ ამ პლანეტას ზევიდან და ჭიანჭველების ბუდეს მაგონებს, მხოლოდ იმის სხვაობით, რომ ისენი ერთმანეთს ეხმარებიან.

ვარ მე და სხვა ყველა "დანარჩენია"

ამოვწევ ღუზას და გავცურავ სხვა პლანეტაზე, ეს უკვე ლპება და მალე მოკვდება.  "თქვენ ეს შეძელით"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები