 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 31 მაისი, 2021 |
როგორ დაბერდი, დედაჩემო, თვალს და ხელს შუა, უქმროდ და უძმოდ, უმშობლებოდ, როგორ დაბერდი? სასწაულებს რომ ჩავდიოდე, ვით იეშუა, საკუთარ თავს ვთხოვ, შენი წლები ისე გაბევრდეს, როგორც... რა გითხრა, მაფიქრდება არც არაფერი... „ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა“, მე ძლიერ ვდარდობ იმ დღეებზე, უკვე გაფრენილ დღეთა ნუსხაში რომ არიან და სამწუხაროდ, არ ბრუნდებიან, დედაჩემო, არ ბრუნდებიან- ისინი ჰგვანან ომში წასულ, უწვერულ ბიჭებს და მათი სისხლით ამლაშებულ, თავთუხებიან მინდორში ვდგავარ. ალბომისთვის პეპელას ვიჭერ, თან მეღიმება, დედაჩემო, „გოგო, დაბერდი“?- ხანდახან გკითხავ, დედაჩემო, შენც გეღიმება, როგორ დაბერდი, დედაჩემო, როგორც შატბერდი, მე ძველებურად ვაგვიანებ და გეძინება- შვილის ლოდინში, აივანზე, თვალს და ხელს შუა. გკოცნი. გაღვიძებ. მებუტები. ღმერთო, სადა ხარ? მაგრამ, რა ვუყოთ, დედაჩემო, მე იეშუა არა ვარ, შენი გიორგი ვარ, შენი ბალახა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ძალიან კარგია. 5 ძალიან კარგია. 5
16. ... თუ დერვიში :D ... თუ დერვიში :D
15. გიო ხარ თუ ბალახა.. კარგი ბიჭი ხარ :)) გიო ხარ თუ ბალახა.. კარგი ბიჭი ხარ :))
14. +++2 საინტერესო ! +++2 საინტერესო !
11. გავამართლებ მოლოდინს, მერაბ :) ანანე, მადლობა :) <3 <3 გავამართლებ მოლოდინს, მერაბ :) ანანე, მადლობა :) <3 <3
10. აქ პასიური თვე მქონდა და მხოლოდ ახლა ვნახე ეს. ძალიან ლამაზია, ძალიან კარგია და შენ ხარ კარგი ადამიანი. აქ პასიური თვე მქონდა და მხოლოდ ახლა ვნახე ეს. ძალიან ლამაზია, ძალიან კარგია და შენ ხარ კარგი ადამიანი.
9. და მათი სისხლით ამლაშებულ, თავთუხებიან მინდორში ვდგავარ. ალბომისთვის პეპელას ვიჭერ
ეს ცალკე ძალიან კარგი პოეზიაა, ლექსი არაა ცუდი, მაგრამ ეს ნაწილი იმდენად დისონანსურად ძლიერია, რომ ავტორისადმი ლექსისადმი თამასა გამეზარდა კითხვის პროცესში. ალბათ ჩემი ბრალია. 5 და მათი სისხლით ამლაშებულ, თავთუხებიან მინდორში ვდგავარ. ალბომისთვის პეპელას ვიჭერ
ეს ცალკე ძალიან კარგი პოეზიაა, ლექსი არაა ცუდი, მაგრამ ეს ნაწილი იმდენად დისონანსურად ძლიერია, რომ ავტორისადმი ლექსისადმი თამასა გამეზარდა კითხვის პროცესში. ალბათ ჩემი ბრალია. 5
8. ვაახ, როგორ მიყვარხართ!!! დედაჩემმა მითხრა, შენ ჩემზე დაწერილი ლექსებით გინდა კარიერის აწყობაო :დდდ მადლობა, რომ არ დაგენანათ იმის დაწერა, რაც იფიქრეთ, თვარა, მილიონი სუპერ ლექსი წამიკითხავს და მერე არაფერი მიმიწერია და მინანია, ვინძლო, როგორ გახარებოდა ავტორს, იმ მომენტში.. კვიტატ, კოროს მოვრჩი და მალე გნახავთ, დილით ვესაუბრე ბატონ ალექსანდრეს )) ვაახ, როგორ მიყვარხართ!!! დედაჩემმა მითხრა, შენ ჩემზე დაწერილი ლექსებით გინდა კარიერის აწყობაო :დდდ მადლობა, რომ არ დაგენანათ იმის დაწერა, რაც იფიქრეთ, თვარა, მილიონი სუპერ ლექსი წამიკითხავს და მერე არაფერი მიმიწერია და მინანია, ვინძლო, როგორ გახარებოდა ავტორს, იმ მომენტში.. კვიტატ, კოროს მოვრჩი და მალე გნახავთ, დილით ვესაუბრე ბატონ ალექსანდრეს ))
7. ფეისზეც შემხვდა და შეუძლებელია დაგავიწყდეს. ფეისზეც შემხვდა და შეუძლებელია დაგავიწყდეს.
6. ბალახ, დამზაფრა, შემძრა, დამანგრია... ეს რა დაგიწერია, ბიჭო, ეს რა...
ხალხნო, სად ხართ, 10 ქულა უნდა ჰქონდეს ამ "მოვარდნილ მეწყერს"?! ბალახ, დამზაფრა, შემძრა, დამანგრია... ეს რა დაგიწერია, ბიჭო, ეს რა...
ხალხნო, სად ხართ, 10 ქულა უნდა ჰქონდეს ამ "მოვარდნილ მეწყერს"?!
5. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
4. ბოლო ხანებში გავფუჭდი, სუ კაებს ვწერ <3 მადლობა, ნინ :* ბოლო ხანებში გავფუჭდი, სუ კაებს ვწერ <3 მადლობა, ნინ :*
3. რა კარგი ლექსია, გიო. <3 რა კარგი ლექსია, გიო. <3
1. ,,მაგრამ, რა ვუყოთ, დედაჩემო, მე იეშუა არა ვარ, შენი გიორგი ვარ, შენი ბალახა!''- რა დიდი სითბო და უბრალოებაა ამ ფრაზაში! ,,მაგრამ, რა ვუყოთ, დედაჩემო, მე იეშუა არა ვარ, შენი გიორგი ვარ, შენი ბალახა!``- რა დიდი სითბო და უბრალოებაა ამ ფრაზაში!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|