ნაწარმოებები



ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2021


სენ - მერიელი აჩრდილი (13) - თავი 4

                                          ღალატი


როგორც მამაკაცს მე მიტაცებს ჩემი მშვენების მომხიბვლელი ბაასი, მაგრამ როგორც მარადიულ არსებას, მიმონებენ ფიქრები შენზე, როცა ვსეირნობ, ორი ნეტარი თემა მაქვს საფიქრელად - შენი სილამაზე და ჩემი სიკვდილის საათი. ჩემში ზიზღს იწვევს ეს დაუნდობელი ქვეყანა, რომელთან ერთად შენ იღიმები. ძვირფასო ჩემო, მე პასუხი გავეცი შენს კითხვას და ახლა მჯერა როდესაც შენს სუნთქვას გამოვყევი, როდესაც გიპოვნე, სწორედ მაშინ აფეთქდა ცა და დაიბადა მუსიკა! მე როგორღაც შევძელი, არ ვიცი როგორ მაგრამ ვიყიდე ის სახლი, სადაც უკანასკნელი ღამე ერთად გავატარეთ, ეს იყო ამაღლებაზე პატარა სორო, რომელშიც საწოლი, პირსაბანი და ერთი სკამი ძლივს ეტეოდა. კედლებს ჩვენი სურნელი შემოუნახავს, რაღაცნაირი მოგონებები მაკავშირებდა ამ კედლებთან, მაგრამ რაც უფრო ძალას ვატანდი თავს, გამეცოცხლებინა ეს მოგონება, მით უფრო მუხანათურად მისხლტებოდა ხელიდან. მოგონება ცნობიერების ფსკერზე დალექილიყო და მისი არც დაჭერა შეიძლებოდა და არც ხელის ჩავლება. ვცდილობდი ხელშესახები გამეხადა იდუმალებით მოცული მოგონებების კაკვი, რათა იგი ცნობიერების ფსკერზე დალექილი მოგონებებისთვის გამომედო. ჩემი ბინის ბალახში ბატების ჟრუანტელი მიტრიალებს მთვრალის ლოცვასავით. ჩემი სახლი გაშავებულია ღრუბელივით, იმეორებს ყველაფერს, რაც გავაკეთე. . . ჭუჭყის დაგროვებას ჭუჭყზე, სანამ გრიმი არ დამიზიანდება თვალში. ლილიტ, ჩვენს გატეხილ სახლში მე აღვადგენ საკუთარ თავს, მაგრამ სახლი დამცინის, არეულობს ჩემი დაღლილობის შეგრძნებით.  ჩემს ნაცვლად ისევ სხვა ლაპარაკობს. ჩემი ნაბიჯი არის ნახტომი, ვერ მივატოვებ უხმოდ ხეტიალს, დაე, ხვალისა ხვალემ იზრუნოს!

ზოგჯერ შორსაც მივდივარ, თუ გზაში რამე უცხო მცენარეს ვაწყდები, მის სახელს გლეხებსა და მეთევზეებს ვეკითხები, მე მიყვარს ყვავილები, ისინი შენს თავს მახსენებენ და სიცოცხლეს მთხოვენ, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, სულ არ გამოვიღვიძებდი, რადგან ცხოვრებაზე გულაყრილი ვარ, ყველაფერს ზანტად და უგულოდ ვეკიდები, ჩემი წილი გემრიელი სადილის მერეც კი გულამრეზილი ვფრუტუნებ, ვიღვიძებ თუ არა, ოთახებში სიარულსა და კუთხე-კუნჭულების ყნოსვას მოვყვები და გიხსენებ შენ. ეზოს ზემოთ ცა - არის ტალახიანი კინოეკრანი, ეს ფილმი არ ჩანს. ცას უნდა ჩემგან ნისლიანი ყლუპი. ჩვენი აივანი ტრიალებს წვიმის ღერძზე დღესასწაულის დღის დასაწყისში. ჩვენი აივანი ცრემლების ნიჩბოსანი იყო, ზოგჯერ ბავშვურ ხმაურში იძირებოდა. ჩვენი აივანი: ცხოვრება, რომელმაც დატოვა ქალაქი და წარმოსახვის ტუბში დასახლდა, ჩვენი ოთახი მშვიდია, ოთახს არ აინტერესებს ჩემი სიშიშვლე, გავხედე ფანჯარას, რომლის მეშვეობითაც ნამდვილად ვგრძნობ მშვენიერ მღელვარებას, ხედი კარგია ოთახიდან, ოთახმა მიგრძნო, სიკეთე, ფრჩხილებსაც კი ძალიან შორს ასცდა, ერთი ფეხი ფანჯრის რაფაზე იჯდა, ისინი თავს ადვილად გადააგდებენ ქარში, მაგრამ ოთახი ჯერ სასოწარკვეთილი არ არის, შესაძლებელი უნდა იყოს წასვლა, დიდი ფანჯარაა ბოლოს და ბოლოს, ფანჯარა მშვიდია, ხოლო ჩვენს დაღლილ საძინებელში რა თქმა უნდა იცნობ მას, ის ერთი და ბევრია, რასაც ის გთავაზოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო. ის არავის ეკუთვნის, თითქოს სამყარო მოიშალა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მთელი რჩება, სარკეში იხვეწება  მიმიკა ლილიტ, პატარა სარკე საწოლთან აკეთებს თავის ერთ ხრიკს დღეში ასჯერ, ასეთია ჩემი სარკე. შენ არ მოხვედი ჩემთან საცხოვრებლად ... ყველა ადამიანი, ვინც მიყვარს, მოთხრობებში ცხოვრობს. შენს თვალებში ცამ იპოვა სახლი, რომელშიც ის დაბრუნდა ლილიტ, წვიმის წვეთები თვალის ქუთუთოებს მტკივნეულად ტკბილი აქვს. ახლა ტირილი შემიძლია! გოგოებს ლექსების აღარ სჯერათ და თუ ისინი დასაძინებლად მიდიან პოეტებთან, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ძველი მოახლეები არიან, ან იმიტომ, რომ ფსიქოანალიტიკოსები ძვირი ჯდება  და ისინი ყველა; პოეტთან ერთად დასაძინებლად მიდიან, ღამ-ღამობით ყველა პოეტი ჩახუტებულია  და ხელებში შიშველი გოგონები ჰყავთ, ხოლო მე? მე ვწერ...

13 აგვისტო. პარასკევი.
ჩემს წინ გავლილ მგზავრთა ლანდები სწყვეტდნენ წიგნის სტრიქონებს, შეუძლებელი იყო საკუთარ თავთან განმარტოებულიყავი ამ უჩრდილო და მოძრაობით აღსავსე ქუჩაზე, მე სიმონ - ლე - ფრანის ქუჩის კუთხეში ვუკრავდი, როდესაც დავინახე ლამაზი ქალბატონი, რომელიც დარდიანი მიცქერდა, მეც დავაკვირდი და შენ მომაგონდი, მზე ამოვიდა, ნისლი გაიფანტა, როგორც მოჩვენებები მამლის მესამე ყივილზე. ცხრათვალა მზეზე ვითბობდი ნაციებ სხეულს და ვეწაფებოდი აქოჩრილი სიმწვანის სუნთქვას. აღტაცებული დავრჩი მისი წარბების მოყვანილობით, თლილი ცხვირით რომელიც თავისი კეთილშობილი ფორმით სახის პროფილს მიმზიდველსა და სიმპათიურ იერს აძლევდა, მისი თმა, ისევე როგორც მისი სხეულის ყველა დანარჩენი ნაწილი, უჩვეულო სილამაზით გამოირჩეოდა. მაღალი იყო, გამხდარი, მხოლოდ მკერდი ჰქონდა მკვრივი და ძლიერი, შავგვრემან ქალებს როგორც შეჰფერით. ჩემს წინ მიცურავდა ცხრათვალა მზე და სულ ახალ - ახალ წარმტაც სანახებს ჰფენდა ნათელს. ქალბატონი გაუნძრევლად იდგა და თვალს არ მაშორებდა. სანამ ვუკრავდი ხმა არ ამოუღია, მერე კი მკითხა:

- რას უკრავთ?

- არ ვიცი.
- რასაც არ უნდა უკრავდეთ, ეს ისეთი მშვენიერია... მუსიკა არის სიყვარული სიტყვის ძიებაში.
გამეღიმა... შემდეგ ავხედე ცას და ძლიერად დავიყვირე: ფუჭი ხარ მოლოდინი და საშინელი ჩემი ტკივილი! ქალბატონი შეკრთა, მეც მივუახლოვდი და გამოველაპარაკე:

- რადგან ჩემამდე ამ მუსიკამ მოგიყვანათ მინდა რაღაც გკითხოთ... ესე იგი, მინდა რაღაც გიამბოთ, თქვენთვის, ვიცი, კარგად ვიცი, სისულელეა მიმართოთ პირველსავე შეხვედრილ ადამიანს, მაგრამ... მე... მე ძალზედ დამწუხრებული ვარ... იმ საზღვარს მივაღწიე, როცა აუცილებლად ვინმეს უნდა ესაუბრო... თორემ დავიღუპები... თქვენ გამიგებთ, როცა მე.. დიახ, როცა მე მოგიყვებით... ვიცი, ვერაფერს მიშველით... მაგრამ დავსნეულდი ამ დუმილისგან, სნეული კი ყოველთვის სასაცილოა გარეშეთა თვალში... მორწმუნე გახლავართ, ამიტომაა, რომ სიკვდილის ოდნავადაც არ მეშინია, ნახევარი წლის წინათ თავად მე ვუხმობდი სიკვდილს, სიცოცხლე აღარ მსურდა, რადგან საყვარელი ადამიანი დავკარგე, მგონია ყველაფერს ჯვარი დაესვა, სიკვდილმა ხელიდან გამომაცალა სიცოცხლით სავსე, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, რომელთანაც ჭეშმარიტი მეგობრობა და ენით უთქმელი სიყვარული მაკავშირებდა. ის დღე იყო და ის დღე - გადავწყვიტე აღარ მეფიქრა პირად ბედნიერებაზე, აღარ მინდოდა ნანგრევებსა და ცრემლებზე ამეგო იგი. დიახ, რწმენამ გადამარჩინა...
ამ დროს მან უცებ შემაწყვეტინა და მთხოვა:

- ტყუილუბრალოდ ნუ ეწამებით, სრულიად შეუწუხებლად მიამბეთ ყველაფერი...

  ამაყად ასწია თავი და გადმომხედა, ერთ წამს დააყოვნა, დავინახე სახე, დაუმორჩილებელი მშვენიერების მქონე თაფლისფერი თვალები, მშვიდი მაგრამ შიგნით ვნებიანი ცეცხლი, რომ იმალება, მის ბაგეებს კარგად შეუძლიათ საიდუმლოს დაფარვა.
- თქვენი სახელი თუ შეძლება?
გილიოტინის ნაჯახივით დაეცა ეს სიტყვა.
- მე ლუციფერი ვარ.
- მე კი ჰელენი.
ნდობა მოითხოვს სრულ გულახდილობს! ილაპარაკეთ ნათლად,
მე ჰო, ექიმი ვარ.

დავიწყე. ამბის დასასრულს ჰელენს თვალზე ცრემლი მოადგა, შემდეგ მიპასუხა:
- ჭეშმარიტი პატიება არ უარყოფს რისხვას, არამედ მას პირისპირ აყენებს. თქვენ გნებავთ განთავისუფლდეთ მაგ მდგომარეობისგან. გსურთ მე განგათავისუფლოთ, მოგაცილოთ... მოგაცილოთ მიზეზი, თქვენი ასეთი ტანჯვისა,  ეს არა გნებავთ?

სიტყვები გადაიჩეხნენ ჩვენი ტუჩებიდან, როგორც მოთხილამურეები ყინულის ფერდობებზე. მაისური გაუჩერდა სხეულს, ჩემი კანის პრიზმა მოციმციმე სიზმარს ჰგავს, ტკივილი ოცნებასავით ჰკიდია მთელ ქალაქში, ხოლო ჰაერი მემბრანასავით არის ჩვენს შორის. ჩემი ტემპის შენელება შეიძლება შემაშფოთებელი იყოს, მაგრამ არასდროს მეპარება ეჭვი ერთი ნაბიჯის სამართლიანობაში.
- დიხ.
- მაშინ, ჩემთან წავიდეთ სახლში, ერთმანეთი უკეთ, რომ გავიცნოთ.
- თანახმა ვარ.


  მადლი - მას აქვს ლამაზი შიდა გარსი, მაგრამ არის როგორც ექსტერიერი, რომელსაც ხედავთ. ჰელენი სადა მუქ -ლურჯ კაბაში იყო გამოწყობილი, გულთან ყვავილის ფორმის, ისიც სადა საკინძი ჰქონდა მიმაგრებული. მოზომილი ნაზი ენერგიული ნაბიჯით გვერდზე მომყვებოდა და ატარებდა დღეებს სავსე ძუძუებით. მე სიგარეტს ვუკიდებდი და საუბარიც ხურდებოდა. მეკითხებოდა ჩემს ბავშვობაზე, გრძნობებზე. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვსაუბრობდით ჩვენი თავისუფალი კავშირის შესახებ, მას კი უნდოდა მეტი გაეგო ჩემს შინაგან მდგომარეობაზე. მშვიდად მათქმევინა, რაც სათქმელი მქონდა, თან მალულად მიმზერდა. ჰელენს ბევრი ისეთი რამ მოვუყევი, რაც არავისთვის მითქვამს – ჩემს ბავშვობაზე, მამის სიკვდილისწინა ყვირილზე. ამასობაში სახლამდეც მივაღწიეთ, შევედით. დაბალჭერიან ოთახში შუქი სანთლის ალის კვალდაკვალ თრთოდა. ცვალებადი და მოკანკალე ჩრდილები ხან კუთხეში იყრიდნენ თავს, ხანაც კედელზე. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ დარაბები დახურული რჩებოდა. თეთრი მუსლინის ფარდები დროდადრო ისე ირხეოდა, თითქოს სუნთქავენო. მე ვიჯექი მასთან და ვსაუბრობდი, მაგრამ საუბარი ჩაის საჭმელს ჰგავდა, ჩაი ყავა იყო, დაბნეული, უბრალო და ლამაზი, ბალზამი მსოფლიოში მცხოვრები ორი ადამიანის ნერვებისთვის. ჰელენი ჩემს ყოველ მოძრაობას დააკვირდა, გამომწვევად ვიჭერდი მის მზერას, რომელიც გაცურდა ჩემს სახეზე, ღაწვები შეჰფაკლოდა შამპანიურისგან და სიამოვნებით ვუყურებდი წითლად დაჩარდახებულ წითელი ხის საწოლზე მჯდარი. ჰელენმა სასმელი შემომთავაზა, მე უარი ვთქვი, არ მომეშვა და ბოლოს სიცილით დამითანხმა, თითო ჭიქა ლიქიორი ერთად დავლიოთო; კარადიდან ერთი ბოთლი კიურასო გამოიღო, ორი ჭიქაც მოაყოლა; ერთი პირამდე აავსო, მეორეში ოდნავ ჩააჟონა, სავსე მე მომაწოდა, თავისი ნაკლული მომიჭახუნა და ტუჩთან მიიტანა; ჭიქა თითქმის ცარიელი იყო. უკან გადაიხარა, თავი გადააგდო, ყელი გამოიჩინა, ტუჩები წამოიზარდა და რაკი ვერაფერი იგემა, სიცილი აუტყდა. ენის წვერი წაიგრძელა და ჭიქის ფსკერი გამოლოკა, შემდეგ მომიახლოვდა, მუცლით სახეზე მომეკრო და სხვა რა დამრჩენოდა, უნდა მოვხვეოდი. რაღაც მომადუნებელმა სასიამოვნო სითბომ დამიარა მთელს სხეულში, თავი მიხურდა, სისხლი საფეთქლებს მოაწვა და გამალებით სცემდა, მხოლოდ ერთი რამ მსურდა: პური ჩამეკრა, ვიდრე თონე ცხელი იყო. ვცდილობდი ჩემი ანთებული მზერით, როგორღაც ნემსკავით, დამეჭირა მისი მოციმციმე თვალთა სიღრმიდან მომდინარი საიდუმლო, შემდეგ მომიჯდა გვერდზე, ფეხები განზე ჰქონდა გადგმული: მარჯვენა თამამად წინ, მარცხენა – ოდნავ უკან. თავი მაღლა აწეული, ტუჩები ოდნავ შესამჩნევ ღიმილს უფარავდა, ქუთუთოები დაეხარა, ვერ გაიგებდი, დაღლილობისა თუ სიამოვნებისგან. პოზა საგანგებოდ იყო შერჩეული, შემდეგ თვალები მილულა, რათა სიტკბოება გაგრძელებულიყო, ეგონა რომ სქელ ბუმბულის ლეიბში იძირებოდა რბილად. ვუცქერდი ჰელენს, რომლის თვალებშიც დამწყვდეული ცეცხლი მიწვავდა სულს და მინდოდა გარეთ გამომეშვა... ჩვენ აღზნებულები გადავეშვით სიტკბოების იმ მორევში, რომელსაც სიამოვნების ნირვანამდე მიყავხარ... ჰელენი ჩემს მკლავებში მომწყვდეული, გაშმაგებით მკბენდა ტუჩზე და დრო და დრო ათრთოლებულს ვნებიანი კვნესა აღმოხდებოდა, რომელიც სულ უფრო მაგიჟებდა...  მკერდში ფუტკრის გროვასავით ბუზღუნებდა, სისხლში თრომბი; პატარა წითელი ყვავილივით იხსნებოდა ტვინში. ფილტვების ძვლოვან გალიაში გრძნობდა გულის შეტევის პროლოგს.
მისი მოხდენილი ლამაზი სხეული ძლიერ მეკვროდა, ვნებიანი ტუჩები კი სულ უფრო მეტ გაშმაგებას იწვევდა ჩემში.

- ჰელენ საოცარი ხარ....

  გათანგულ სხეულს ღამე თითქოს ყვირილით დაეცა და უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა. კაცთა სიმღერა ჯერ კიდევ ედებოდა აგვისტოს მშვიდ, გარინდებულ ღამეს, საზეიმო საგალობლის მსგავსი. შორეთიდან შორეთში ვრცელდებოდა სხვადასხვა ტონზე საკრავიერი თანხლების გარეშე გამოცემული ხმა. მე ვიჯექი ლოგინზე, ჰელენს კი ჩვილივით მშვიდი ძილით ეძინა, კარის ქვემოდან შემონაბერ ქარს ოდნავ მტვერი შემოჰქონდა და ამ ანიავებულ მტვერს ვადევნებდი თვალს. დალაქავებულ კედელს ოქროს შარავანდედი დაედგა, განა მარტო კედელს — გარეთაც გაიჭრა, უსასრულობად იქცა ეს შარავანდი და იქ, იმ ოქროსფერ სივრცეში, ჯერაც ჭაბუკი სული შენ გეძებდა. რაც კი საუკეთესო მქონდა, ნიაღვრად გადმოვიდა ჩემი არსებიდან. შენი გახსენებაც კი მაკეთილშობილებდა და მასპეტაკებდა ლილიტ. შენ შენივე სულის გამოსხივება ხარ. შენი ღვთაებრივი არსების უწმინდესი და უმშვენიერესი ხორცშესხმა, მე კი ღალატის ადამიანი ვარ. ვერავინ ვეღარასდროს მენდობა, რადგან ერთხელ გიღალატე… გულის შეკერილ ნაკვთებზე ვფართხალებ .... მოტყუების საწოლზე დაჭერილი სხვასთან ვიწექი, ვინ არ ვიყავი მე... მე სირცხვილი ვარ, შენ კი შერცხვენა... ღამის ნიავი უბერავს  და ნაზად შრიალებს ჩემი ცარიელი ტყუილი. შენმა სიწმინდემ და სისუფთავემ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სისუფთავე აუცილებელ მოთხოვნილებად გადამექცა.

  ჰელენის სახლიდან ჩუმი ნაბიჯებით ქურდივით გამოვიპარე, რომელიც ცდილობს არ წაასწრონ მის არაკეთილსინდისიერ საქციელზე. მოვდიოდი დიდრონი მთვარით, მკვეთრად განათებულ ქუჩაზე და ვგრძნობდი რამდენად უმნიშვნელოა ადამიანის ცხოვრება გრძნობის გარეშე... მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობდი და ეს უსაზღვროდ აუტანელი იყო.. ხარ და არ ხარ! - ვეკითხებოდი ჩემს თავს ოდნავ გაღიმებული, ირონიით - შეგიძლია დაიწყო იქ, სადაც ვერასდროს იქნები?!.. არასდროს ყოფილა ომი, რომელიც არ იყო შინაგანი; მე უნდა ვიბრძოლო, სანამ არ მოვიძიებ ჩემს თავს, რაც იწვევს ომს. ვნება არის მრავალი ხისგან დამზადებული ცეცხლი, თითოეული მათგანი თავის განსაკუთრებულ სუნს აძლევს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ მრავალი სახეობა; ეს არ არის სიყვარული. ვნება არის ქაღალდი და ყლორტები, რომლებიც ანთებენ ცეცხლებს მაგრამ ვერ უძლებენ მათ. სურვილი გაქრება იმიტომ რომ ცდილობს იყოს სიყვარული. სიყვარული არ გრძელდება, მაგრამ განსხვავებულია ვნებებისაგან, რომლებიც არ გრძელდება. ესაიამ თქვა, რომ თითოეული ადამიანი თავის ცეცხლზე დადის მისი ცოდვების გამო. სიყვარული საშუალებას გვაძლევს სიარულის ჩვენი განსაკუთრებული გულის ტკბილი მუსიკით.
საკუთარ თავთან ლაპარაკით გართული სახლის ზღურბლთან აღმოვჩნდი, შევჩერდი, თითქოს სამყარო გაირინდა. მონაბერმა თბილმა სიომ შენი სურნელი მოიტანა და შორიდან შემომესმა ჩუმი ლოცვები. ეს ის ზღვარია სადაც, მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს შეუძლია იდგეს, რადგან მას ძალუძს შეაღოს მარადისობის შეუცნობელი კარი... ფრთხილად გავაღე და ჩემთან ერთად არვიცი საიდან, თითქოს შეშინებული მტრედი შემოფრინდა, რომელიც შენს საყვარელ სასთუმალთან ჩამოჯდა, მოსიყვარულე თვალებით შემომხედა და ოდნავ დაბალი ხმით ღუღუნი დაიწყო. წუთი, რომელიც, მხოლოდ ჩემია, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის. ვუსმენდი მის ჟღურტულს და არაამქვეყნიური სითბო მეღვრებოდა სულში... პირველად ვიტირე ესე გულით, ოღონდ ეს უდიდესი სიხარულის ცრემლები იყო... მივუჯექი საწერ მაგიდას და დავიწყე წერა.

                                      წერილი ლილიტს

  ვითომ რატომ არ უნდა მოგწერო ჩემო ძვირფასო, ვიღებ კალამს და მინდა მადლობა მოგახსენო იმ დიდი სიყვარულისთვის რომელმაც ფრთები შემასხა. როგორ მინდოდა შენთან ფეხშეწყობით სიარული... სავსე მთვარე ჩირაღდნად გვენთო, ჩვენი სიყვარულის მარადიულ მნათობად. გვწამდა გვეყოლებოდა შვილები და შევიტანდით წვლილს სამყაროს გარდქმნაში. ახლა როცა გწერ, უწყალო სევდამ, ტკივილებმა და მომწყვლელმა დარდმა შეიძლება გამოჟონოს ჩემს ყოველდღიურ სიმღერებში... ჩვენ ღმერთები ვიყავით და აღარ გვსურდა ვქცეულიყავით უბრალო მოკვდავებად. ამ წერილად აღვიმართე შენს წინ, მე ფხიზელი გონების კაცი და რაც სიკვდილზე მოკვდავებმა უწყიან ვუწყი. თუ გამიხსენებ ოკეანეში, მზე ჩამავალი აირეკლება ზღვის ზედაპირზე, როდესაც ხეებს ქარიშხალი დაარწევს ღამით, ან გაზაფხულის მზიანი დილით, ანდა წვიმაში, თუ გამიხსენებ თქვი, რომ ეს მე ვარ, მუდამ და ყველგან შენი ფანტომი. თუ კი მოვკვდები მე შემიფარებს მარადიული შენი სახელი, დაუსრულებელ ამქვეყნიურ სასწაულთაგან, რასაც გაქრობა არ უწერია, მაგრამ თუ ქვეყნად დავრჩი ცოცხალი, მაშინ შენი ხმა, შენი მზერა და თვალების სხივი, ან კიდევ შენი სურნელება და სურნელი შენი თმისა, სხეული შენი და მრავალი ნივთი ჩემით იცოცხლებს, იცოცხლებს ჩემით.

არც ვერლენი ვარ, არც არტურ რემბო, მე ლუციფერი ვარ, ვინც გიცნობს და გაღმერთებს, ჰო, მე ამიტომ ვღირვარ ორივედ! მე ვისაც მქვია ლუციფერი, ვისაც უყვარხარ და ვისაც უნდა, რომ ამ საძულველ დედამიწაზე თუ გაიხსენეს, მისი სახელი დაუკავშირონ მხოლოდ სიყვარულს. ძვირფასო ჩემო, სიყვარული ეს უფაქიზესი გრძნობის სათავეა, ულამაზესი გრძნობის საწყისი, ეს დაკარგული სამოთხის პოვნაა, ჩვენი ძალისა და სისუსტის შეგრძნება, ეს ურყევი და თანაც მერყევი რწმენაა, რომელიც უნდა დაიპყრო.
არის დღეები როდესაც საკუთარი თავის იმედი აღარ მაქვს, მაგრამ უფალმა თითქოს შანსი მომცა და მომაბრუნა. რწმენამ თვალები ამიხილა, როგორც ხედავ, შეგიძლია დამშვიდებული იყო ჩემს ბედ - იღბალზე, ყველაფერს უდრტვინველად შემიძლია ვუყურო. უფალმა ყოველგვარი მიწიერი სიკეთე მიწყალობა და თუ პირდაპირ სარდაფში არ მომართვა ღვინო, ნებას მაინც მრთავს, ვიმუშაო მის ვენახში. მწუხარე ფსიქედ მე ფარვანა არ მებედება, ჰო, სიკვდილისა, რადგან შენში მკვდარი ვარ უკვე. კარგად გახედნილი ცხენივით მორჩილი ჩემი ტკივილი თავს იწყვეტს და მეც ვუშვებ სადავეს, წამიც და შენი ტყვე ვარ. სარკე ასახავს იმას, რაც ჩვენ არ ვართ, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ მნიშვნელობას; ორის ერთში ყოფნის, შენი ჩახუტება არის ხელში ჩაგდება;
ჩემი ცხოვრების მთელი შინაარსით. რომანტიკის გარეშე, მე ვამბობ, რომ თუ
საკუთარი თავის დეზონსტრუქცია მომიწია და შემთხვევითი დარტყმები, ისინი თვითონ შედგებიან ჩვენს ფორმაში. ვფიქრობ, ეს რომანტიულია, ძველი მისტიფიკაცია; ორი სხეულის დაჭერა ერთ სივრცეში. ამინ! სხეულებრივ თანამოაზრეებს სულიერი მასა აქვთ რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს: მეხსიერების დრო რომელიც, მანძილზე იძლევა კორპუსს. ამრიგად, მე ვაპროექტებ ჩვენს შორის მომაკვდინებელ სივრცეს. პულსაციურ ენას; რომელიც მოგეკიდება ძილის სიგრილეში არაარსებობით, რომ დატოვოს თავისივე ნესტი  დილის ფურცლებზე, სხეული, როგორც სუნთქვა, ჩამჩურჩულებს აქსიომას რომლითაც ყველა რელიგია კურთხეულია და ამბობს: ყოველ არყოფნაში არის ყოფნა! მე ვარ ბნელი კავალერი; ჩემი მკლავები მოგესალმებიან ლილიტ, მე დაველოდები შენს სიბნელეში მოთმინებას, არ ვითხოვ სიხარულს, არც სიხარულის პრეტენზიას, მე შემიძლია მიყვარდეს ტუჩები შენი - ვარდის გარეშე; მართალია მოწყენილი ხარ, მაგრამ არ მომბეზრდები; მე არ წავალ შენგან, როდესაც ყველა დაღლილი სამყარო წავა. მე ვარ ბნელი კავალერი; ბოლო საყვარელი; რომელიც ერთგულებას გპირდები შენ; რომელსაც სხვა ტუჩები ვერ შეინარჩუნებს!

ლილიტ, გახსოვს ცაზე ამაყი მტრედი? გვიან გავიგე რატომ ველტვი მტრედს საყვარელო, მსურს მისტერიებს ნაღველისა ჩემთან იყოფდეს! შენ არც კი იცი, ნოეს მტრედი ყოფილა იგი. - მესამე მტრედი, უერთგულო ღმერთის შათირი. რომელიც ხედავს ჩემს ნათელ სიზმრებს, რომელიც თვითონ გადაიქცა დღეს ფრთოსან სიზმრად. მშვიდად იყავი, მოიქეცი ჩემთან თამამად, ეს მე ვარ ლუციფერი, უხვი და ვნებიანი, როგორც ბუნება. იყავი მომთმენი და სრულყოფილი ვიდრემდის მოვალ. წყალი გადავიდა პირისაგან მიწისა და შენ არც კი იცი " მესამე მტრედის " არსებობა, რომელიც შენთან გამოვუშვი, რათა შეგახსენოს: მე შენ მიყვარხარ! შენ ჩემი სუნთქვა ხარ!

  წერილი პატარა მტრედს შევაბი თუ არა ფეხზე, მაშინვე ხელიდან გამიფრინდა... ქურთუკი გავიხადე და ლოგინზე ჩამოვჯექი, სხეულის სიმძიმისაგან ზამბარებმა ჭრიალი იწყეს, ფეხსაცმლის გასახდელად რომ დავიხარე, თეთრად შეფეთქილ კედელზე თვალი მოვკარი ყავისფერ ლაქებს, სახურავიდან წვიმა ჩამოსულიყო და ჭერი ჩამოერეცხა. ფეხსაცმლის გახდა სულ გადამავიწყდა, კედელს გავუშტერე თვალი და ველოდებოდი მის გამოჩენას. მთელი ღამე ძილბურანში გავატარე, მაგრამ იმ ღამით აღარ დამინახავს...
მომაჯადოვებელი ღამე იყო, გამომკრთალი შუქი ხეთა  რტოებში ციცინათელებად ბრწყინავდა, უსასრულოდ მაღალი იყო ფერმკრთალი ზეცა, რომელზეც მირიადი ვარსკვლავი აფახულებდა თვალებს, ბრმა ძალთა გულუბრყვილოდ გასროლილი თავდავიწყებით მიისწრაფოდა სიბნელისაკენ, უფსკრულებისაკენ, როგორც ცხოვრება მიისწრაფვის გამოუცნობი ბედის თვალუწვდენელ სიღრმეში. ჩემი მთელი არსებობის მანძილზე ვიდგები ჩემთვის გამოკეტილი შენი ცხოვრების წინაშე.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები