ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2021


ქართველები

მღერიან და თავს არავის უყადრებენ,
ცეკვავენ და კვლავ ცერებზე დგებიან!
არასოდეს კადრულობენ უკადრებელს,
ქართველები მამულისთვის კვდებიან!

მზე ამოდის ისევ კავკასიონიდან,
რეკენ მცხეთის სვეტიცხოვლის ზარები,
მშობლიურის სიყვარული არის წმინდა,
გმირებს ზრდიან ჩვენი დედებ - მამები.

სიზმრად ვხედავ ღმერთთან წასულ მშობელ დედას,
ერთადერთ შვილს დამირწია აკვანი,
ბავშვობიდან ერთგულება დამებედა,
მეც ხარივით მინდა ვზიდო ჭაპანი.

გავაგრძელო საქართველოს ისტორია,
სტრიქონებში ჩემს ვამჟღავნებ ხასიათს,
ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი - ვინც გვყოლია,
ვინც იგებდა დიდგორს, შამქორს, ბასიანს.

კვლავ მოვიგებთ, შეგვეწევა ღვთისმშობელი,
ალგეთს მგლები ისევ იბადებიან,
გავიხარებ, თუმც ვარ ცრემლშეუშრობელი,
სიხარული ღვთისგან წილად მრგებია.

მღერიან და თავს არავის უყადრებენ,
ცეკვავენ და სულ ცერებზე დგებიან!
არასოდეს იკადრებენ უკადრებელს,
ქართველები მამულისთვის კვდებიან!


ოთარ რურუა


2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები