ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2021


სახლი

როგორ მტკივა ყინული
საპყარი თვალები
მოდი გიშველო
მოდი მიშველე
არ გახდე უცხო
უცხო არ გავხდე
ვამბობ და სხვა არა ვარ
თქვი შენც
კარი არ გაიჯახუნო
ჭერი დაიფერთხე
ცა გადმოგვახურე
ცის ქვეშ თუმც არა ვართ
კედლებმა რომლებმაც შეგვიფარეს
აღარსად მიდიან
ფანჯრებმა გაგვითენეს
აღარ ბინდდებიან
ბორკილი გატეხეს
სახელურებმა და ონკანებმა
შენ რომ შეაკეთე
გვერწყმის მათი დინება
გამოკიდებულ სივრცით ბინაში
საბნებმა დაგვათბეს
ბალიშები მყუდრო მუცლებს გვიშვერდნენ
ორპირ ქარებს ვებრძოდით დღედაღამ.
მე გადავრჩი შენ გადაგარჩინე
შენ გადარჩი მე გადამარჩინე
ნესტიანი აღარაა გაშრა კედლები
სხვას ელის იქნებ
სხვა ბუდეს გამოიტანს სხვა კვერცხებით
სხვებს ხელებს გაუცვლის
თავზე დომხალს დაახურებს
ორპირებს გაუჩენს
ღამეს გამოწრეტს
დაშრეტს ცრემლს უმიზნოს
ჭაობებს გაუჩენს რათა გადარჩნენ
ტალღებს გამოისვრის ცურვის შესასწავლად
სახლი ერქმევა მაგრამ მათშიც უნდა იბუდოს,
გაუძლებს ვინაც ქარტეხილებს
იმ ოჯახს გაუღიმებს.
ტივტივს ასწავლის უღონო ცურვისას.
ჩვენი ფრჩხილი ჩავაყოლეთ გაჯს და შპალერის წებოს
ბავშვებისა კი სათამაშოებსა და წიგნებს
ჭაღები დაიმტვერა
სული შევუბერეთ გაჭრილ თითივით
გადავუხვიეთ ბინტი
წვიმაჩამოსულ ჭერს
ჟონავდა ცრემლი
შავდებოდა კუთხე ობობების
ქსელების წმენდა ვისწავლე
კუთხეების გამოგვა
შიგნიდან რომ მოჰქონდა მტვერი
ჩემი გამოვაყოლო მინდა
ამიტომ ვწმენდ და ვაუთავებ
ნაოჭებს ვიშლი
ვნამავ რომ გაიტკიცოს
ხელებს ვუწვდი დროს რომ ჩამაცვას
არამესგადამეტებულ ჯაბაზურ მოდაზე
ვასწავლე მოსმენა და ფიქრი
არც ერთი სიტყვა ტყუილად არ ილაპარაკებს
თუ არა და ტილებივით
მოსაშორებელი წამლები ვიყიდე
ფული გამიჩნდა ჩემი ფიქრისა და ოფლის
ამას გადავცვლი შვილების ენერგიად
მიღირს მათი ჯაფა და თვალების დახრა
მჭირდებიან და მე მათ ვჭირდები
რომ იდგნენ ფეხზე
მე ჩავიმუხლებ ხანდახან
ფორთხვას ძლივს გადამაჩვიეს
საწოვარას მიჩვეულს
ფეხზე წახემსება მასწავლეს
დრო და სივრცის მოხელთება ოთხკედელში
კომპასი გულის წვეროზე
გამრავლების ტაბულა
თუ რამდენს იხვეჭენ არცოდნიდან დაწყებულს
ვამრავლებთ ნებისყოფას
ვზრდით განაყოფებს
ვყოფთ ნამრავლებს ტოლად
ვზომავთ მანძილებს სიახლოვისთვის
ძალას მოვსინჯავთ
წყალს ავავსებთ
თმას დავივარცხნით
ხვალე ხომ მოვა
დღეს თუ ვკრებთ ცოდნას
არსად დაგვეფანტოს
ადგილებს ცვლიან აწმყო და მომავალი
ხვალ უნდა მომხდარიყო
უკვე დღესვეა
სახლმა ასე იცის
არ გაძლევს თუ არ მიეცი საბაბი
არ აჩვენე ცხოვრების აზრი
ხეზე ბლების დაკრეფის გეგმები
ხე თუ არ გაახარე
სული არ გაამხნევე
მომავალი უკანვე იხევს
ტკეპნი და ტკეპნი ბანს სადაც მერცხლები
არასდროს იბუდებენ
შაშვები არასდროს გალობენ
ადამიანები სადაც მცენარეებივით ჭკნებიან
ის სახლი არ სახლობს
დგას
ჩვენ თან დაგვყვება
კარადებით დატვირთული
იღლება დრო და დრო
ვცვლით ავეჯით ახალი სივრცით
მატერიითა და ფერებით
სუნთქავს ყველა მეტრი
ოთხიკუთხივ კარი ჭრელია
ათენებს სიბნელეს დაღამებამდე
უშუქო პირღია სამზარეულოს თაღჩები
თავისით პრიალა
ხელები კი ჩემია
ძალა უფლისა
დღეები შვილებისა
სიხარული ჭერისა
ოჯახი ქირისა
პირნათლად მოხდილი ვალებისა
ამიტომაც არ გახდე უცხო
არ გავხდე უცხო
ვამბობ და სხვა არა ვარ
თქვი შენც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები