ნაწარმოებები



ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
1 ივნისი, 2021


Афанасий Фет - Весенний дождь

ათანასე ფეტი - გაზაფხულის წვიმა

ჯერაც დღეა სარკმლის იქით,
ღრუბლებს შორის მზე კაშკაშებს,
ვაცქერდები ჭივჭავს - ქვიშით
ფრთამოგანგლულს, მოთამაშეს.

ვუმზერ ციდან ჩამოშვერილ
მოლივლივე მოძრავ რიდეს,
ფერავს ოქროსფერი მტვერი
მინდორ-ველებს და ტყის კიდეს.

შუშას წვეთი მიესხურა,
თაფლის სურნელს მოჰფენს ცაცხვი,
ნებავს ბაღის ციურ სტუმარს
ნორჩ ფოთოლთა წუწვა თავსხმით.

1 ივნისი, ნინოობა, 2021 წ.



Афанасий Фет - Весенний дождь

Еще светло перед окном,
В разрывы облак солнце блещет,
И воробей своим крылом,
В песке купаяся, трепещет.

А уж от неба до земли,
Качаясь, движется завеса,
И будто в золотой пыли
Стоит за ней опушка леса.

Две капли брызнули в стекло,
От лип душистым медом тянет,
И что-то к саду подошло,
По свежим листям барабанит.

1840

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები