| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2021 |
ასეთი ივნისები წვიმებმა გადარიყოს. კითხულობ ფოლკნერის აბესალომს გაგიჟებით. და ყველამ გაიგოს, ყველა რომ კარგად იყოს, მორიგი აბსურდი ძვირად არ დაგიჯდება.
კარი გაქვს ჩაკეტილი. იხსენებ სახალისოდ გზები წყალს წაუღია. ურმები ჩახერგილან. მას ყველა ვერ გაუგებს. ვერ აგნებს, სად არისო, აშლიათ საღერღელი.
შენი ცა იოლია, დილაა ნამიანი. ასეთებს აღარ წერენ. მარტივად აქვეყნებენ. და ვისაც შენ უვლიდი, დღეს გინდა, მოგიარონ, ხელები არ გაგიხმეს, თვალები ამეტყველდნენ.
მორჩება სანოტიო თემები, საუბრები და უფრო გაიზრდება სათქმელი დარჩენილი. აღარსად აღარ ჯობდა. უმიზნოდ გაუყვები. სამელანქოლიოდ ვყოფილვართ გაჩენილი.
ისეთი ნამდვილია, აღარ ჩანს ფიქტიური, აღარ აქვს დასასრული გატყორცნილ სინამდვილეს. სადაც დღეს ფინანსია ამბავი მითიური, რამდენი ვიმარტვილეთ
ლსდ-ს ჯელტმენებმა. ჩვენზე დგას ატლანტივით ვეება დედამიწა, არვინ ჩანს, შეგვენაცვლოს. ასეთ დროს ვხედავ მზეს. რთულია, არ აყვირდე, იხილო შინაარსი ფაქტობრივ სიუჟეტის.
ასეთი თვინიერი წვიმების სეზონია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბავშვთა დღესაა დაწერილი? ლექსი ბავშვებს არ ეხება, "წვიმების სეზონი" უფრო მოუხდებოდა ბავშვთა დღესაა დაწერილი? ლექსი ბავშვებს არ ეხება, "წვიმების სეზონი" უფრო მოუხდებოდა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|