ნაწარმოებები



ავტორი: მზიანე
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2021


გული

...წუხელ მთელი ღამე ზღაპრებს ვუყვებოდი, რა მიეთ-მოეთი არ მოვიგონე!
ტყუილი, მართალი, ცხადი, სიზმარი, ჩემი თუ სხვისი - ყველაფერი ინდური ტორტივით ავურიე და ავდღვიბე, მაგრამ რა?
უწვრილესი და სიფრიფანა კაპილარები, ძლიერი ძარღვები და  არტერია - ყველანი ერთად თავს ევლებოდნენ - კამკამა, წკრიალა, გახასხასებულ, მხოლოდ სიყვარულით დაწინწკლულ წვეთებს აწვდიდნენ. წყენა, წუხილი, დარდი, ტკივილი მოიშორეს და განდევნეს, მოსპეს და გაანადგურეს, მაგრამ რად გინდა?!
არაფერიც არ გამოგვივიდა!
სხვა გულისყური ჰქონია თურმე გადანერგილ გულს!
...შეიკრიბა კონსილიუმი: ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი გადაამოწმეს, არანაირი შეცდომა, მისხალი უზუსტობაც კი გამოირიცხა, ყველაფერი ზუსტად და ზედმიწევნით იყო შესრულებული.
სხვა გზა არ იყო, გადახსნეს გულის ფიცარი. მოწყენილი და შეშინებული გული ციებიანივით კანკალებდა.
რამდენიმე წყვილი თვალი ერთდროულად ჩაშტერებოდა თვალდაუხამხამებლად და გაკვირვებით,  ძლივსღა მფეთქავ, ფორმა და ფერდაკარგულ მუშტისოდენა ბურთს. რომლის სარქველშიც გარდაცვლილი რითმები გაბინდულიყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები