ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ივნისი, 2021


ლეილა ყიფიანისა და ლიკა ქავჟარაძის შესახებ

ლეილა ყიფიანისა და ლიკა ქავჟარაძის შესახებ

მონიკა ბელუჩიც ლამაზია, ანჯელინა ჯოლიც, აიშვარია რაიც, მაგრამ ჩვენი ლეილა ყიფიანი ყველაზე ლამაზია!

ბავშვობაში ბევრი მსმენია ამა თუ იმ ადამიანებისგან ლეილა ყიფიანის სილამაზეზე, რომ ის გარეგნობით ლიკა ქავჟარაძესაც სჯაბნიდა.

ლეილა ყიფიანი არცთუ ისე ბევრ ფილმშია გადაღებული, მაგრამ ყველაზე მეტად მე მისი განსახიერებული „ხატია“ დამამახსოვრდა, ლანა ღოღობერიძის ფილმში „მე ვხედავ მზეს“. ნოდარ დუმბაძეს მეგობრებისთვის უთქვამს: „ეს ჩემი ხატია არის“-ო.

მართლაც განუმეორებელია ლეილა ყიფიანი თავისი სილამაზით, იგი დღესაც დასჯაბნის ჰოლივუდის და ბოლივუდის ლამაზმანებს, ასეთი სილამაზე მარადიულია, ლეილა ყიფიანი უჭკნობი ყვავილია!

პატივისცემით - ოთარ რურუა

..............................................................................................................................
დაახლოებით 12 წლის ვიყავი, გიორგი ლეონიძის „მარიტა“ რომ შემიყვარდა. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი თენგიზ აბულაძის ფილმი - „ნატვრის ხე“, ჯერ კიდევ არ მქონდა გაგონილი ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი.

„მარიტა“ წარმოდგენილი მყავდა, როგორც ღვთაებრივი სილამაზის პატრონი. ასეთად კი „ხატიას“ როლის შემსრულებელი - ლეილა ყიფიანი მიმაჩნდა. როდესაც „ნატვრის ხე“ ვნახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართული სილამაზის მარადიულობაში. მაშინ პირველად ვიხილე ლიკა ქავჟარაძის სახე და მივხვდი, რომ ლეილა ყიფიანზე არანაკლები სილამაზის მქონე მანდილოსნებიც არსებობენ. მე კეთილი შურით მშურდა გედიასი, რომელსაც ღვთაებრივი სილამაზის მქონე „მარიტა“ უყვარდა.

დიახ, სწორედ ღვთაებრივი სილამაზის მატარებელი იყო ლიკა ქავჟარაძე, ისევე, როგორც ლეილა ყიფიანი.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მარიტა

წლები მიდიან... სადღაც ქრებიან,
სამაგიეროდ რჩება კადრები,
ჩაქრა მარიტას ვარსკვლავი, მაგრამ
კვლავ მიამბობენ მასზე ჭადრები.

თუმც სილამაზეს ვეტრფი ღვთაებრივს,
მწამს: ყველა ტკივილს მედგრად ავიტან...
და ვიდრე ვცოცხლობ, - ჩემშიც იცოცხლებს
თვით კრისტალივით სუფთა მარიტა.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები