ნაწარმოებები



ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2021


ვახშამი



რომანტიული გარემოს
შესაქმნელად
ოთახში
სანთელი დავანთე,
ღვთისმშობლის ხატთან...
კარტოფილიც მალე შეიწვა.
სალათი დავჭერი.
მერე პიაფიც ჩავრთე.
გახსოვს,
შეგპირდი,
დედაჩემო,
რომანტიულ ვახშამს,
ანთებული სანთლის
და
მუსიკის
ფონზე?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები