ნაწარმოებები



ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2021


***

(ალექსანდრე ელერდაშვილს)

    "რადგან ამქვეყნად გზაც კი არ მაქვს არსად ნანახი,
    მარადისობის კარიბჭეთა გადასალახი,
    ასი ათას წელს შავ მიწაში გავატარებ და
    მაინც ამოვალ მიწის ზემოთ, როგორც ბალახი."

                /ომარ ხაიამი/

დრო არ ჩერდება,
ყველა ჩაიარს,
ვინცა სტუმრობს და
ღამეს გაათევს
წუთის სოფელში,-
თუ რამ კარგია,
უთვლის წუთებს და
უთვლის საათებს.
ასი ათასი
წელიც გაიარს
და ბევრ მაისსაც
ააბალახებს...
თქვენ კარიბჭესთან
ელით ხაიამს
უკვდავებაზე
სამასლაათოდ...
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები