ნაწარმოებები



ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2021


თოვლის ანგელოზი

ესერომი ღმერთს ეძახის:

ღმერთოოოო!..

გამოუშვი მთელი ანგელოზების ჯარი


მე უბრალოდ პლედი მინდა.

იქნებ ოქროსფერი პლედი გადამაფარონ,
თითქოს ღვთაებრივი არსება ვიყო და გვირგვინს მადგავდნენ სერაფიმების გალობის ფონზე.

გარემოც ისეთი შექმენი,
როგორიც
მეთექსვმეტე საუკინის ინგლისის ქუჩებია.

სადღაც არარსებობაში ღმერთს არ მოსწონს ესერომის მბრძანებლური ტონი და ზურგს აქცევს.
ტყეში მიგდებული და თოვლში ჩაფლული,
წამიერად,
როცა
სიცივე
ძვლებში
უტევს
და ითიშება, გონია, რომ თავის თბილ საწოლში წევს და
ღამის
ქუჩის
ემბიენტს
უსმენს.
გონების
მეორე მხარე ყოველ წუთს სახეში ულაწუნებს და ეუბნება:
გამოიღვიძე
ჯოჯოხეთში,
სადაც სიცივე მოგკლავს და ლეშს დამშეული მგლები გაინაწილებენ.
თოვლის ანგელოზიც
არ აყოვნებს და მასთან მიდის.
ესერომი ნახევრად მკვდარიც კი ფლირტაობს:
თქვენზე ლამაზი,
თქვენზე თბილი,
თქვენისთანა იმედის მომცემი არსება ჯერ მე არ მინახავს.
როგორი თბილი ხელისგულები გაქვთ...
თქვენ იმ მზის ამოსვლას გავხართ, რომელიც მე მიშველის.
თქვენი თვალები პირდაპირ სხვა სამყაროა.
თქვენი მომღიმარი სახე ჩემი იმედია.
იქნება სადმე მყავხართ კიდეც ნანახი?!
მაგრამ,
თოვლის ანგელოზო,
წამიყვანე შენ
ჯადოსნურ ქვეყანაში.
შეველევი საყვარელთან ნეტფლიქსის ყურებას და უზარმაზარ ბურგერს.
მე მინდა
თოვლის ანგელოზის
ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მხოლოდ
კომფორტი
და
სიყვარულია.
მხოლოდ
აღფრთოვანება
ჯადოსნური
ქვეყნის
მიმართ.

ვინ იცის, იქნებ მერე ცოლადაც შეგირთო?!
თოვლის ანგელოზმა
უთხრა, რომ მხოლოდ ორი კილომეტრიღა უნდა გაუძლოს.
ორ კილომეტრშია მისი
ჯადოსნური სოფელი.
იცი რაა,
თოვლის ანგელოზო,
ძალიან დაქანცული ვარ, ფეხებს ვერ ვამოძრავებ, გონებაც ისეთ ნეგატიურ აზრებს მაძლევს სიკვდილი მინდა.

მარა, ცხოვრებაში ამხელა გზა განვლე

ორ კილომეტრსაც გავივლი, თუ ვერა და კლოუნად გამოვჩნდები.
გზას გაუდგნენ, ერთნაირად - თან ძალიან გრძელს, თან ძალიან მოკლეს.
ორი კილომეტრი რა არის...
ხანდახან ორ კილომეტრს სიამოვნებით მივაბიჯებდი.
მარა ეს
ჯოჯოხეთური
ორი კილომეტრია.
იცი, 
თოვლის ანგელოზო,
ერთ ხანს დავნებდი, ვიფიქრე, სახლში ლოგინად ჩავარდნას და ხანგრძლივ ტანჯვაში
სიკვდილს
აქ, ამ სილამაზეში მოვკვდე-მეთქი, ბარემ.
ან ამ სიცოცხლეს რას ვებღაუჭებოდი ერთი..
მეც ახლა ქალაქში რაიმე ისეთი მელოდებოდეს რისთვისაც სიცოცხლე ღირს...
მატყუარა ვიყავი.
საკუთარ თავს ბევრს ვატყუებდი იმისთვის, რომ თავი ოდნავ უკეთ მეგრძნო.
ჩამქვრალი სანთელი ვიყავი, რომელიც ოდნავ ბოლავდა.
მაგრამ ახლა, ახლა შენმა გამოჩენამ ამაგიზგიზა.
ახლა შინაგანად გავცოცხლდი.
მათ განვლეს თან გრძელი, თანაც მოკლე ორი კილომეტრი და სოფელში გადასასვლელ პორტალს მიუახლოვდნენ.
როცა ესერომმა
ჯადოსნური სოფელი
ნახა, თვალის გუგები ძალიან, ძალიან გაუფართოვდა.
ღმერთო ჩემო, თოვლის ანგელოზო, ეს ხომ სამოთხეა.თოვლიანი სამოთხე პატარა ელფებითა და პატარა, კომფორტული ხის სახლებით.
როგორ თბილა... ეს ხო სასწაულია, არა?!
როცა ესერომს აღფრთოვანება ოდნავ ჩაუცხრა, თოვლის ანგელოზმაც ამოიღო ხმა:

აქაურობა
არის ის სითბო
რომელსაც
ადამიანი
სიკვდილის
წინ
გრძნობს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები