 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 3 ივნისი, 2021 |
რამდენი ხანი ვყვარობდი სარეკელაანთ გოგოსა, შავთვალას, ლოყებწითელას, ხალიანს, ტუჩებქოქოსას, მაშინ ხომ ლექსებს არ ვწერდი, ვგზავნიდი მხოლოდ მესიჯებს, მასში ვხედავდი მერილ სტრიპს, დემი მურს და კიმ ბესინჯერს, მახსოვს პასუხსაც როგორი გულისფანცქალით ველოდი, კოცნის სმაილს თუ ვნახავდი, გულში სტინგივით ვმღეროდი, ერთხელ, საღამოს, სრულიად მოულოდნელად მეწვია და გაზაფხული მახარა, როგორც ფრთამალმა მზეწვიამ, იგეთი ლამაზი იყო, რა ღვთისმშობელმა დალოცა, გავუღიმე და გავბედე, მივეპარე და ვაკოცე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მუხა, ვანანო, მადლობა ))) ვანანო, ვიზამ მალე <3 მუხა, ვანანო, მადლობა ))) ვანანო, ვიზამ მალე <3
10. გოგო მიდის მოხვეულში დევიჭირე ვაკოცე და გოუშვი! გოგო მიდის მოხვეულში დევიჭირე ვაკოცე და გოუშვი!
9. დერვიშ, მეგობრომა მწამს ორმხრივი :)))ასე რომ ველოდები თქვენს შეფასებებს :))) დერვიშ, მეგობრომა მწამს ორმხრივი :)))ასე რომ ველოდები თქვენს შეფასებებს :)))
8. იმ გოგოს ვერ ვთხოვ იგივეს, ვანანო :) ბოდიში, ინსტიქტურად მივმართე თოლიას, ირმას, ჩვეულება რჯულზე მტკიცეა, აქ, ამ სივრცეში მყავს რამდენიმე 1 <3 მეგობარი და მგონია, რომ სულ მათ მივმართავ, თუმცა მხოლოდ ადრესატს შევცვლი მე-7 კომენტარში, მიმართვა-უცვლელად :) იმ გოგოს ვერ ვთხოვ იგივეს, ვანანო :) ბოდიში, ინსტიქტურად მივმართე თოლიას, ირმას, ჩვეულება რჯულზე მტკიცეა, აქ, ამ სივრცეში მყავს რამდენიმე 1 <3 მეგობარი და მგონია, რომ სულ მათ მივმართავ, თუმცა მხოლოდ ადრესატს შევცვლი მე-7 კომენტარში, მიმართვა-უცვლელად :)
7. ისე რავა მომკლავს ღმერთი, თქვენ პიწიორკა არ დაგტყუოთ რომელიმე ლექსით, ქალბატონო ნინო. ლექსით, თუ არა, ნიკით, მაინც. :) წავა, მა სად წავა, რომ არ წავიდეს, ირმ :)
ისე რავა მომკლავს ღმერთი, თქვენ პიწიორკა არ დაგტყუოთ რომელიმე ლექსით, ქალბატონო ნინო. ლექსით, თუ არა, ნიკით, მაინც. :) წავა, მა სად წავა, რომ არ წავიდეს, ირმ :)
6. მშვენიერი პაროდიაა. ტუჩებქოქოსა და მზეწვია - პრინციპული დისტანცირებულობის გამო - კარგ კომიკურ ეფექტს იწვევს. +3 მშვენიერი პაროდიაა. ტუჩებქოქოსა და მზეწვია - პრინციპული დისტანცირებულობის გამო - კარგ კომიკურ ეფექტს იწვევს. +3
5. "მე პირს არ ვიბან, მე ერთხელ გალაკტიონმა მაკოცა"- კოცნაზე გამახსენდა. მოძველდა კოცნის თემა ძველ მოტივებზე, ისე კი წავა :) "მე პირს არ ვიბან, მე ერთხელ გალაკტიონმა მაკოცა"- კოცნაზე გამახსენდა. მოძველდა კოცნის თემა ძველ მოტივებზე, ისე კი წავა :)
4. 3.14 რნათლად მართალი ხარ! <3 3.14 რნათლად მართალი ხარ! <3
3. ლექსი კარგია, კი, მაგრამ „ფრთამალი მზეწვია“ როგორ აღემატება ამ ლექსში ნახსენებ სტინგებსა და ბესინჯერებს რომ იცოდე?! მუდმივასავითაა ამ ლექსში ჩადებული. ლექსი კარგია, კი, მაგრამ „ფრთამალი მზეწვია“ როგორ აღემატება ამ ლექსში ნახსენებ სტინგებსა და ბესინჯერებს რომ იცოდე?! მუდმივასავითაა ამ ლექსში ჩადებული.
2. რუ. ბინული. ნაკადული. ბახი. ბახი. ბახი. ბახი. მასტერ შეფი. მამიდული. ფროიდი და ფოიერბახი. ეს ისე, ლექსი კარქია ))
რუ. ბინული. ნაკადული. ბახი. ბახი. ბახი. ბახი. მასტერ შეფი. მამიდული. ფროიდი და ფოიერბახი. ეს ისე, ლექსი კარქია ))
1. როგორც კი დავწერე, ჩაკვეს სუპერ ლექსი ამომიგდო ქვეცნობიერმა ზე-ში:
გოგო იყო ...
ორღობეში იხსენებენ გოგოლაანთ მზექალას, გოგო იყო მართლა მზე და ანათებდა ქვეყანას... ……………………………………………………… თვალთოფწამლიანია და თვალში ცა აქვს მზიანი, გოგო სოფლის საყდარივით თეთრია და ჩუმია. წარბი ცაზე კიდული და სიტყვა ოდნავ გვიანი. ჭურებს მოხდი დაპატიჟებ გამაყრებულ დუნიას. -თებროლაანთ აბდია ითამადებს! ერგება. უთხრეს და შეიფერა თამადობის შექება. გოგო არ შეგვიცივდესო გააჩინეს ნაბადი. ცეცხლთან სკამი მიუდგეს ტაბლის მოკლეფეხება.… გოგოს გული ჩიტია, დამფრთხალი და პაწია... თოვლიანი საყდარივით თეთრი კაბა აცვია. გაღმა სოფელს ურჩევიათ - ყვება ბაქარაანთ თინა: - ბადრიაანთ უმაჭანკლეს - ღმერთმა მისცა, გოუჩინა! -გოგოაო იმნაირი... მზერა მშვილდი, ისარიო... -გაახილე ბიჭო თვალი, ქე რო გინდა ის არიო. . .… სათქმელ მიკიბ-მოკიბული, მზერა ალერსიანიო, სანამ ქალი წოუღიათ და არაა გვიანიო.. ჩეიარა წინდობამ და ჩეიარა ქორწილმა. . . მიყვარხარო… გვიან უთხრა უკვე მუცელმოზრდილმა. გოგო მორცხვი რანაირი. სათქმელ მიკიბ-მოკიბული. გოგო სახე აფაკლული. კოკა მხარზე მოკიდული. გოგო ეზო! გოგო კარი! გოგო ქათამს საკენკიო.. გოგო სოფელს ჩამოღამდა მეისვენე, დაწექიო! გოგო ბალღი ! გოგო ბალღი ! ერთი, ორი, სამი, ოთხი... გოგო რაცხა არ მომწონხარ,დადიხარო რაცხა ოხვრით.. გოგო დედა! დრო გავარდა. ახლა უკვე დიდედა. დროა სწრაფი. . .ისეთი რომ დაბერებას გიბედავს. . . ახლა უკვე გოგო ბებო! ჩემს დროს იყო დუნიაო.. გოგო ვიყავ იმნაირი.. ჩემს კაცს კითხეთ.. წუნიაო. გოგო იყო იმნაირი, თვალი თოფი წამალიო… მოკლეაო.. სოფელი და… კაცი გუშღამსახვალიო… ………………………………………………………………… გოგო იყო მართლა მზე და ანათებდა ქვეყანას, ორღობეში იხსენებენ გოგოლაანთ მზექალას.
ეს ისე, უბრალოდ, ვინც არ იცის აქამდე, წაიკითხოს <3 როგორც კი დავწერე, ჩაკვეს სუპერ ლექსი ამომიგდო ქვეცნობიერმა ზე-ში:

ეს ისე, უბრალოდ, ვინც არ იცის აქამდე, წაიკითხოს <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|