ნაწარმოებები



ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
4 ივნისი, 2021


Афанасий Фет – Какая ночь! Как воздух чист

ათანასე ფეტი - რა ღამეა, რა კამკამა ჰაერი!

რა ღამეა, რა კამკამა ჰაერი!
სძინავს ფოთოლს ვერცხლისფერად დაფერილს,
ძეწნის ჩრდილი  შავია და პირქუში,
მშვიდ ყურეს კი დასცემია ძილქუში,

გარეშემო ტალღის ხმაა მიმწყდარი,
მკერდი რარიგ ავსებულა სიწყნარით!
ღამის შუქო, ცხად დღეს სჭარბობ ნათების
სისპეტაკით და სიმუქით ლანდების. 

ნატიფია სურნელება ჯეჯილის,
ნათელია გონი, ქცევა  -  კეთილი
და თუნდ გულმკერდს ჟინის მოკვლა აღუთქვან,
ურჩევნია ამ ჰაერის ჩასუნთქვა!

4 ივნისი, 2021 წ.



Афанасий Фет – Какая ночь! Как воздух чист

Какая ночь! Как воздух чист,
Как серебристый дремлет лист,
Как тень черна прибрежных ив,
Как безмятежно спит залив,

Как не вздохнет нигде волна,
Как тишиною грудь полна!
Полночный свет, ты тот же день:
Белей лишь блеск, чернее тень,

Лишь тоньше запах сочных трав,
Лишь ум светлей, мирнее нрав,
Да вместо страсти хочет грудь
Вот этим воздухом вздохнуть

1857

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები