ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 ივნისი, 2021


ჭეშმარიტი რწმენა

ჭეშმარიტი რწმენა


საქართველოში ეკლესის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში, ეკლესიის მსახურებს შორის რწმენა ყველაზე უფრო ძლიერი იყო 1930-იანი წლებიდან 1989 წლამდე პერიოდში, როცა სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე უფრო ძლიერი იყო ეკლესიის მსახურების კონტროლი, და შესაბამისად, ეკლესიის მსახურები პირადი გამდიდრებისთვის ”დიდ ფულს” ამ მსახურობით ვერ „შოულოდნენ“, ანუ, ეკლესიის მსახურები ეკლესიას ემსახურებოდნენ არა პირადი მატერიალური გამორჩენის, არამედ სულიერი მოთხოვნილებების შესაბამისად.

აქ ლაპარაკია იმაზე, რომ კომუნისტების დროს არ არსებობდნენ ჯიპიანი მამაოები და მეუფეები. მაშინ იყო ღვთისმსახურება 100 %, და არა საეკლესიო ბიზნესი, როგორც ახლაა მნიშვნელოვანწილად, დაახლოებით 99 %-კენ.

ტყუილია, რომ თითქოს 1980-იან წლებში სახელმწიფო ებრძოდა რელიგიას, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობენ 1980-იან წლების ე.წ. ”დისიდენტები”.

ცნობისთვის, სიტყვა „დისიდენტი“ ქართულ ენაზე ითარგმნევა როგორც „მწვალებელი“, „რელიგიურად განსხვავებულად მოაზროვნე“. ქართულ სინამდვილეში, „დისიდენტი“ იგივეა, რაც არა-მართლმადიდებელი.

სიტყვა ”ბრძოლა” რას ნიშნავს? 1980-იან წლებში სახელმწიფოს რელიგიის წინააღმდეგ რომ ”ებრძოლა”, მაშინ არც რელიგია იარსებებდა და არც ეკლესიები.

მაგრამ რელიგიაც არსებობდა და ეკლესიებიც, მათ შორის ქაშუეთის ეკლესიაც, მთავრობის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში.

კი, მკაცრად კონტროლდებოდა, ვინც იყო კომუნისტი, უნდა ყოფილიყო ათეისტი, და ეკლესიაში არ უნდა ევლო.

დიახ, ჰქონდა ასეთი იდეოლოგია ამ პარტიას, და რა?

შედარებისთვის, დღეს, შეიძლება იყო მღვდელი და ერთდროულად იყო ათეისტი, ან სალოცავად მეჩეთში იარო?

შეიძლება ასეთი მარაზმის წარმოდგენა?

არ შეიძლება.

ეკლესია მოითმენს თავის რიგებში ასეთ მღვდელს?

არა, არ მოითმენს.

და რა?


კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)

05.06.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები