ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2021


ლიფტი

რა გზა მაქვს, ტაბლოზე დავითვლი სართულებს,
ჰო, ძმაკაც, დავტოვოთ წყეული მოყვრები.
ცხოვრება ლიფტია რომელსაც ვართულებთ,
შედი და იცოდე, რომ უკან მოგყვები.

სხეულის კორპუსი კვლავ მზემან აცივა,
ყვავივით წავიღებ ღამეებს ნამოძღვრალს.
გადამდეს გრძნობების ღრმა ემანაცია,
მე მიწა მოვისხი და ცა მსურს ჩამოვხსნა.

ე, ძმაკაც! იცოდე; სანამდი შენ მოხვალ
სიკვდილი დამაცლის სხულზე ქერეჭებს.
დინებას შევყევი და  წყევლა შემომყვა
გამრიყა სულიდან სხეულის ხმელეთზე.

ვუყურებ ტალახში ჩაძირულ სახედრებს,
სხეულის ნაპირებს ცრემლები ალესავს.
მე გულში ნაგროვი ტკივილი გავხეთქე,
ჯერ არა ვუთხარი; დღესა და ხვალესაც!

ხანდახან მგონია მიწისთვის ჩადრი ვარ
და ძმაკაც, ყოველთვის სამარე მიმელის.
სხეულის ლიფტიდან მემგონი ჩავდივარ,
მესამე, მეორე და ბოლოს პირველი.

თუ არ დაიჭირე, წამებს თუ არ სდიე
იქნები ყოველთვის რიგითი ბრბოელი.
ვუყურებ ყოველთვის სხეულის " პადიეზდს "
და ლიფტი ღილაკის დაჭერას მოელის.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები