ნაწარმოებები



ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: თარგმანი
7 ივნისი, 2021


ზანგი

მე ვარ ზანგი.
მომღერალი, მოცეკვავე,
ბამბაზე რბილი...
მონების შიშველი ფეხებით მიმავალი - მზის გათელილი გზა...
კბილებთან დაგროვებული ნერწყვი,
გატეხილი სიცილი,
ქალის სისხლის წითელი სიყვარული,
პატარა, აკრობატი ზანგი ბავშვების თეთრი სიყვარული...
ბანჯოს ჟღარუნის ზარმაცი სიყვარული.
ოფლის დაღვრა და მოსავლის აღება...
შებოჭილი ხელებით ხმამაღალი სიცილი,
სახელურებზე მიყინული მუჭები,
ღიმილი - ჯუნგლების მივიწყებულ მოგონებებზე,
მზესავით განსაკუთრებული,
ნამი,
გაწოლილი ტყეების წვეთოვანი სიცოცხლე...
ბორკილებზე ჩაფიქრებული მობუტბუტე...
მე ვარ ზანგი,
შემომხედეთ,
მე ზანგი ვარ.

კარლ სენდბერგი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები