ნაწარმოებები



ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2021


ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს სათამაშოდ, კალეიდოსკოპად ჩემივე ცხოვრების, გადაქცევის წესები

ჩემო თავგადასავლებო,
ფერად-ფერადო კენჭებო,
სანაპიროზე ნაპოვნო
ნაგროვებ ნაალერსებო
ჩემს  ხელში გადაცვეთილო
ერთგულო ბანქოს „კალოდავ“
პასიანსების შლაში და
მშვენიერ წუთების თვლაში
ერთი ცხოვრებაც გამოხდა.
რაც სიცოცხლეში  გაგროვეთ
სიყვარულების, ვარდების.
წარმატებების  მარცხების.
სიხარულების დარდების
სიამოვნების, ტანჯვების
ულამაზესო წუთებო,
ნაფერებ ნასათუთებო
პაწია ბეღურებო და
კეთილთვალება დათვებო
ცალ-ცალკე  მიმოფანტულო
ბრჭყვიალა  ათინათებო
ნეტავ რა  რა დიდი საქმეა,
განა ასეთი  რა მოხდა 
თუ ყველას გაგიხსენებთ
და სათუთად
გაპრიალებულს
ცილინდრულ
ყუთში გამოგკრავთ
კედლებსაც ამოვუშენებ
ცილინდრს სარკეთა ზოლებით.
კალეიდესკოპს შევქმნი და
მერე ღაა დაგეთხოვებით
კარგი ამბების მნახველი
ჭიკჭიკს იწყებენ მერცხლებიც
ათასგვარ ნაყშებს დახატავს
სარკე ზოლებში  არეკლილ
გამრავლებული კენჭებით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები