ნაწარმოებები



ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2021


* * *

მკვდარ ჩიტებს შორის გალობს ჭრიჭინა.
რა დამღლელია ამ მზის სიყვითლე.
თვალი კვლავ, რუხი ცისკენ მიჭირავს,
მიწაზე ფეხი ვერ მოვიკიდე.

დაღლილან
სულის ლურჯი ეტლები,
სიკეთისა და
სამართლის ძებნით.
თუ არ ხარ
სისხლით/ხორცით, შემტევი,
სამყარო გსჯის და
მტერივით გებრძვის.

ივნისს ქარი გლეჯს,
ფთილა ღრუბლებად.
ქარის ეკლები სულსაც დამიგლეჯს.
თვალებს ხომ სევდა
ისე, უხდება,
როგორც შავ ზეცას
ვარსკვლავთ ნარინჯი.

ქარი ნერვულად
ქრის და ცახცახებს.
ანაქისტია და მეამბოხე.
სხვათა ტკივილის
ხარ მაცხოვარი.
შენს ჭრილობებს კი,
რა შეახორცებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები