ნაწარმოებები



ავტორი: მარიამ.კ
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2021


სხვა სამყარო...

გადამხმარი ბალახი ფეხებს მიკაწრავს, როგორც ბავშვობაში,
ამ ადგილებში თამაშის დროს.
არაფერი შეცვლილა ჩემ გარდა, არც ის კაკლის ხე,
რომელიც ისევ იქ დგას სადაც ის ხალხი ისვენებდა, რომლებსაც
სიმიდის ყანებში მუშაობის შემდეგ დასვენება მოსწონდათ.
ხე  არასდროს იშურებდა მათთვის ჩრდილის გაზიარებას.
ამ მინდვრებს რენუარი როგორ გადაიტანდა ტილოზე?!
რას იტყოდა  ამ საოცარი  ადგილის შესახებ?!
ვგონებ დახატავდა, ვფიქრობ და წარმოვიდგენ...
შორს ისევ ვხედავ ფერად სილუეტებს -
ბავშვებს -სხვა სამყაროს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები