ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2021


თამარ...

თამარ, თარაშმა ენგურს შეტოპა,
დედებს შვილები რწმენით უზრდიათ,
ჩვენ საამაყოდ ისიც გვეყოფა,
რომ ვართ ქვეყნიდან გამსახურდიას.

თამარ, სოხუმში ისევ გაწვიმდა,
კვლავ მონატრების გვიდგას წუთები,
ჩვენ დაბრუნება! - სხვა რამ არც გვინდა,
დადგება დრო და ჩავეხუტებით

მათ, - ვისაც ჩვენი სითბო სწყურია,
ხარ მთის შველივით ნაზი, მწყაზარი,
მწამს: გაიხარებს დიოსკურია
და გაბრწყინდება რწმენის ტაძარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები