ნაწარმოებები



ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2021


შინდები

ერთ საღამოსაც კროსვორდს ავსებ.
პი. რა. ნო. ბრა. სკა.
პარასკევია. გაწვიმდება. გირეკავს პაბის
თანამშრომელი გოგონა და ხმით თუ ვიმსჯელებთ,
იქნება ასე ოცდაშვიდის ან ოცდაათის.
პირადობასთან
წვდომა თუ გაქვთ-კითხულობს კრძალვის
და მოწიწების ტონალობით. სტატუსს მიმრთელებს-
ერთი რიგითი დებიტორის, ურჩი მოვალის,
ტირანოზავრთა
ოჯახის ვარ ანუ საცაა,
წითელი წიგნიც ვერ მიშველის. გადავშენდები.
ვფიქრობ, ნეტავი გვერდით იყოს, ჩავრთავ ნოვალისს.
წვიმის ოქტავამ
გააჟღერა: შეხე, რა ცაა.
ბამბურა მურა. კახამბალი. ქვიშნა. შინდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები