ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
16 ივნისი, 2021


Афанасий Фет - Шепот, робкое дыханье

ათანასე ფეტი - მცირე ჩქამი განაბულის

მცირე ჩქამი განაბულის,
იადონის ტრელი
და მთვლემარე ნაკადულის
მოლივლივე ვერცხლი.

ღამის შუქი და ლანდები
მრუმის მონაჩმახი,
ჯადოსნური გარდაქმნები
საყვარელი სახის.

ღრუბლის ფთილა - მეწამული,
ქარვის ათინათი,
ცრემლის თხევა და ლამუნი,
აგერ, განთიადიც!

16 ივნისი, 2021 წ.



Афанасий Фет - Шепот, робкое дыханье

Шёпот, робкое дыханье,
Трели соловья,
Серебро и колыханье
Сонного ручья,

Свет ночной, ночные тени,
Тени без конца,
Ряд волшебных изменений
Милого лица,

В дымных тучках пурпур розы,
Отблеск янтаря,
И лобзания, и слёзы,
И заря, заря!..

1850

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები