ნაწარმოებები



ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: თარგმანი
17 ივნისი, 2021


ძვირფასო ოჯახო

ძვირფასო შილა
შენ დაივიწყე,
მაგრამ
მე კვლავ ვინახავ ჩემს საძინებელში,
ხის პატარა ყუთში მოქცეულ
შენს წერილებს თვითმკვლელობაზე,
რომელსაც წერდი დედას,
მანდ არის ჩემი მრავალი საშინელი დღე,
მე გავურბოდი მეგობრებს,  რომლებიც ყოველთვის მისმენდნენ
და
ყოველ ჯერზე ვცდილობ დავაჯერო საკუთარი თავი,
რომ იგივეს განიცდიან სხვა ადამიანებიც...
ჩვენ ერთმანეთის დახმარებით გადავიტანეთ დეპრესიები.
დაშვებული შეცდომებიც სწორედ ის გზაა,
რომელმაც ერთმანეთთან დაგვაკავშირა...

ძვირფასო დედა,
მე ვმალავ იმ დღიურს, რომელშიც წერია
ქორწინების აღთქმის შესახებ,
სადაც სვამდი სხვადასხვა ექსისტენციალურ კითხვას,
საუბრობდი წონის დაკლებაზე,
თუმცა ყველაზე მეტად, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო,
დღიურში ჩარჩენილი ცარიელი, პასუხგაუცემელი გვერდებია,
რომელსაც აღარ უწერია გაგრძელება.
და აი განქორწინების შემდეგ
შენ და მამას
აღარ გიწევთ საკუთარი გრძნობების კვერცხის ნაჭუჭში მოქცევა,
რომელიც გრძელდებოდა თორმეტი წილის განმავლობაში.
ისევ ვერ აცნობიერებთ იმას,
რომ თითოეული გრძნობა, რომელსაც განიცდიდით
იყო თქვენი,
მხოლოდ თქვენ უნდა დაგეცვათ ის.
და ახლაც
შენი თითოეული ნაბიჯი
კვლავ ტკივილებით არის სავსე...

ძვირფასო მამა
მე საგულდაგულოდ ვინახავ ჩვენს ფოტოსურათებს,
სადაც შედარებით ახალგაზრდები ვართ,
ყველა მათგანში მხოლოდ მე მიღიმი
და მე შენი შემხედვარე შემოგცინი შენ.
მე ვიყავი ძალიან პატარა და  ბევრი არაფერი მახსოვს,
მაგრამ ვუყურებ სურათს და ვხვდები, რომ ღიმილის მიუხედავად
მძიმედ გრძნობდი თავს.
დროს გაცილებით კარგად ახსოვს ყველაფერი...

როდესაც სურათებს ვინახავ კონვერტში
ლინოლიუმის იატაკზე ვჯდები
და სამართლიანობის მაშტაბებზე ვფიქრობ,-
-მთვრალი კაცის წრფელ სიყვარულზე,
ფხიზელი კაცის სტოიკურ უარზე,
ანუ გზაზე, რომელიც აირჩიე
და
თითქოს მრცხვენია,
რომ ბოლოს მაინც სიყვარულს ვირჩევ...

მე ვარ ზარდახშა, რომელიც ინახავს ოჯახის ტკივილს.
ვიღაცამ უნდა...
ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს,
რომ ეს ყველაფერი რეალურია,
ვიღაცამ უნდა გაიოცოს ოთახში სპილოების დანახვა,
ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს თითოეული ჩვენგანის გრძნობა...

ძვირფასო ოჯახო
ჩვენ მეტი არავინ ვართ,
გარდა ოთხი შეცდომებით სავსე ადამიანისა,
რომლებიც მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებიან ერთმანეთს,
როგორც ბანკები,
როგორც ასტრონომი, რომელიც ცდილოს
მარტოხელა ვარსკვლავის ნუგეშს
იმის იმედით,
რომ აუცილებლად შეუერთებს თანავარსკვლავედს...
ბოლოს და ბოლოს
უნდა იყოს რაღაც საკმარისი,
რაც საკუთარ თავებს შეგვაყვარებს,
შეინახავს საკუთარ ტკივილს,
მე ჩემი ტკივილით ვცოცხლობ.
მე არ შემიძლია გისასხოვროთ ის.
ჩემი დღეები სავსეა მისით.
ჩემი ტკივილი
ერთ ადამიანზე მეტია...

მაიკლ დევო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები