ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2021


გამოგიგონე

გამოგიგონე...
გულისხმიერი,
ღიმილიანი,
თბილი,
მზრუნველი გამოგიგონე.
იქნებ ხარ კიდეც.
ცოტა დაღლილი,
შეშინებული,
რა მოვიგონე?
იქნებ არაფრის გეშინია?
იქნებ  ტოტების ლაწა-ლუწი
მხოლოდ ქარია,
მე კი მგონია ჩემ გამო შიშობ,
თანაც ძალიან.
სიცოცხლის ხათრით გამოგიგონე,
სიკვდილის გამო გამოგიგონე.
ამ უმი აწმყოს გასაძლებად
და მომავლის დასაძლევად გამოგიგონე.
გაფიქრებაც კი არ მსურს,
რომ არ ხარ  ისეთი,
მე რომ მგონიხარ.
მოდი სიმართლეს,
სიცოცხლის ხათრით თუ არა,
სიკვდილის გამო მაინც ნუ მეტყვი
და გამიჩუმდი,
ისევე როგორც უჩუმდები
სიტყვას „მიყვარხარ“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები