ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 ივნისი, 2021


Афанасий Фет - Еще майская ночь

ათანასე ფეტი - ისევ მაისის ღამე

ო, რა ღამეა სიხარულის და ნეტარების!
ჩემო სამშობლოვ, სამადლობელს გეტყვი ამისთვის!
სამფლობელოდან  ყინულების, თოვლის, ნამქრების,
გამოფრენილა ფრთაქათქათა წმინდა მაისი!

ო, რა ღამეა! მოჩახჩახე ყველა ვარსკვლავი
სულში ჩაგცქერის,  მის წიაღში აელვარდება,
სტვენს იადონი ხმატკბილი და დაუღალავი,
მოეფინება არეს ტრფობა და მღელვარება.

ნახევრადმჭვირვალ ფოთოლნარით მხმობი არყნარი
მზერას ატკბობს და ევლინება შვებად გუნებას,
ცახცახებს, თითქოს მორთულობა მსგავსად პატარძლის
თან ახარებს და ერთდროულად, ეხამუშება.

ღამევ, ამაზე ფაქიზი და არმიწიერი,
შენ არ ყოფილხარ, არც ასეთი ამო მთანგველი!
კვლავ შენთან მოვალ, უნებლიე მოძღვნილ სიმღერით,
ვინ იცის, ეგებ ეს აღმოჩნდეს უკანასკნელი!

19 ივნისი, 2021 წ.



Афанасий Фет - Еще майская ночь

Какая ночь! На всём какая нега!
Благодарю, родной полночный край!
Из царства льдов, из царства вьюг и снега
Как свеж и чист твой вылетает май!

Какая ночь! Все звезды до единой
Тепло и кротко в душу смотрят вновь,
И в воздухе за песнью соловьиной
Разносится тревога и любовь.

Березы ждут. Их лист полупрозрачный
Застенчиво манит и тешит взор.
Они дрожат. Так деве новобрачной
И радостен и чужд ее убор.

Нет, никогда нежней и бестелестней
Твой лик, о ночь, не мог меня томить!
Опять к тебе иду с невольной песней,
Невольной — и последней, может быть.

1857 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები