ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2021


Ციგნური ეპისტოლე

სკოლის კედლები,
მასწავლებელი თანაკლასელს
ეძახის ციგანს,
როგორც შეურაცხმყოფელ სიტყვას,
მე ამას ვისმენ.
Მიუხედავად ამისა ვეკედლები
ამ სკოლის კედლებს,
და ვირთულებ დღიურ გამოსამუშავებელს.
სკოლის მერე კი,
ხელჩანთაში ქართულის წიგნით,
გთხოვთ დახმარებას
ქუჩებში, სკვერებში, ეკლესიის ეზოებში,
ჩემს შემხედვარე კლასელის მშობელს
შვილი გადაჰყავს ჩემი სკოლიდან,
კეთილი მღვდელი ეზოდან მაგდებს,
მეძახის ციგანს, როგორც შეურაცხმყოფელ სიტყვას,
შუა ღამით კი,
როცა სახლში ვბრუნდები,
(შესრულებული პროგრამა მინიმუმით)
ვშლი ქართულის წიგნს,
ვკითხულობ კოსმოპოლიტიზმს და პატრიოტიზმს,
ვუყურებ ღამეს და მიხარია,
რომ მე ვარ ბოშა,
მე ვარ ციგანი,
დაღლილი, თუმცა თავისუფალი
ყველასა და ყველაფრისაგან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები