ნაწარმოებები



ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2021


ჩემს სეხნია გოგოს , რომელსაც მარტო მე ვიცნობდი

ვეღარ დავუკრავ
გიტარაზე,
ვეღარც ვიმღერებ.
ვეღარც ვისწავლი
სიმღერას და
გიტარის დაკვრას.
სადღაც დავკარგე
თავი ჩემი,
რომელიც
არ მყავს.
არასდროს
მყავდა,
არავის
გავდა,
გარდა ჩემი
წარმოდგენისა.
იმან კი,
ცეკვაც იცოდა
და
ღრუბლებში ფრენაც.
სიმღერაც ტკბილი
და კნიქსენში
ჩაჯდომა ნაზი.
სად ჩაიქარგა,
რატომ გაქრა,
რად დაიკარგა
ის გოგო  ჩუმი
და ფიქრიანი
ხმაურიანიც,
ხალისიანიც
მხიარული და
ალერსიანი,
ძალზე ლამაზი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები