 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2021 |
დღეს ჩემს გვირილებს ისე სწყუროდათ სიცოცხლე. წყალი. სიო. ლარნაკი. მინდორიც როგორ ჰგავდა სუროგატ დედას, რომელსაც დიდი მარაგი ჰქონდა გვირილის ფურცლის, ღეროთა. მე, როგორც ქარმა, ისე გავრისკე მათი მოწყვეტა. მახსოვს, ვმღეროდი და იხრებოდა ღერო-ქარისკენ და, როცა გაწყდა მათი კავშირი და, როცა ქარის ქანციც გამიწყდა, მე, როგორც ქარი, ისე დავმშვიდდი, მე, როგორც ქარი, მაგრამ სამიწე, მაგრამ აშარი და ურცხვი ქარი- მიწასთან კავშირგაწყვეტილ ღერებს ვაბნევდი შენი სასახლის კართან და შენ ისმენდი ქარის სიმღერას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. Ლამაზია. + + + Ლამაზია. + + +
6. მოწყვეტამდე ყველას მინდორი ურჩევნია :) მადლობა :) მოწყვეტამდე ყველას მინდორი ურჩევნია :) მადლობა :)
5. გვირილებს მინდორი უფრო უხდებაᲗ ვიდრე ლარნაკი . ურᲩევნიაᲗ მაინც . სხვა მხრივ კარგი Შედარებებია . საინტერესო : ) გვირილებს მინდორი უფრო უხდებაᲗ ვიდრე ლარნაკი . ურᲩევნიაᲗ მაინც . სხვა მხრივ კარგი Შედარებებია . საინტერესო : )
3. კარგი ავტორის კარგი ლექსი... კარგი ავტორის კარგი ლექსი...
2. მადლობა, დერვიში კარგი ბიჭია )) მადლობა, დერვიში კარგი ბიჭია ))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|