ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 ივნისი, 2021


Афанасий Фет - Я пришел к тебе с приветом

ათანასე ფეტი - მე მოვედი შენთან სალმით

მე მოვედი შენთან სალმით,
რათა გამცნო მზის  ამოსვლა,
გითხრა, მნათის სხივთა ალი
ნორჩ ფოთლებზე ვით ათრთოლდა,

მდელო რარიგ მოიჩითა,
აყვავილდნენ ტყენარგები
და აღივსო არე ჩიტთა
გაზაფხულის  მჩქეფარებით,

რომ არ არის მინავლული
ჩემში გზნება სათანადო,
ისევ მზად ვარ სიყვარულის
სამსახუროდ, სათაყვანოდ,

გითხრა, შენით ბედნიერი
ვგრძნობ - ადრეა შებინდება
და მღერა მსურს იმ სიმღერის,
გულში ჯერაც რომ მწიფდება.

22 ივნისი, 2021 წ.



Афанасий Фет - Я пришел к тебе с приветом

Я пришел к тебе с приветом,
Рассказать, что солнце встало,
Что оно горячим светом
По листам затрепетало;

Рассказать, что лес проснулся,
Весь проснулся, веткой каждой,
Каждой птицей встрепенулся
И весенней полон жаждой;

Рассказать, что с той же страстью,
Как вчера, пришел я снова,
Что душа все так же счастью
И тебе служить готова;

Рассказать, что отовсюду
На меня весельем веет,
Что не знаю сам, что буду
Петь - но только песня зреет.

1843

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები