ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2021


* * *

მე ვტირი, როგორც მელანქოლია.
მე არაფერი მომიგონია;
მხოლოდ სიზმრებში,
მხოლოდ სიტყვებში
ვეძებდი შენთვის ახლებურ სახელს.

ვნახავდი ბონის მილეულ მთვარეს
და ცოტა უფრო გახელილ თვალებს
მოაგონდებათ თმები - შოლტები.

ამ გადარეულ ღამეებს, დღეებს
თეთრი მერნები ფლოქვებით ხევენ.
გადაეკიდა ფირუზის ხევებს
ხმები - ელიტა.
ბედნიერი ხარ, როცა მიყურებ,
როგორც შორიდან მშობლიურ ყურეს,
რომ ესტუმრები, რომ გაგიჟდები,
რომ დაბრუნდები - ბედნიერი ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები