ნაწარმოებები



ავტორი: ტასუსუნა
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2021


უჰაერობა

სუნთქვა მიჭირს..
ყელში მარწუხები კაეშანივით შემომხვევია და ჩემს დახრჩობას ლამობს...
შფოთვებს მთლიანად მოვეცვი და ბნელ კუთშეხი,უსულგულოდ,შევეყუჟე..
მტკივა..
სხეულის თითო ნაკვთი თითქოს მესერება,
კრუნჩხვები გატოკების საშუალებას არ მახლევს,
მტეხენ ორ ნაწილად..
კედლებიდან წამოსული სიბნელე მასში მთლიანად მხვევს და გულს მიჩერებს..
სუნთქვა მინდა..
დაგმანული სარკმლიდან ჟანგბადის არცერთი უღმერთო მოლეკულა ჩემამდე არ აღწევს..
გამომშრალი ყელიდან ძლივს ამოდის შემზარავი ხრიალი..
-მიშველეთ!-გასწვრივ კედლებს უძალო მუჭებს ბოლო ენერგიით ვახეთქებ..
ღმერთო,
როგორ მიჭერენ..
თითქოს ასი ძლიერი,ბინძური ხელი კისერს შემოჭდობილა და,ბგერებს ბლოკავდნენ..
მწარე ტკივილმა მოკლე სუნთქვაც შთანთქა და სიკვდილი ვინატრე,სანამ,ისევ გაიშალა ფილტვები..
საზიზღარმა უსუსურობამ მთლიანად დამრია ხელი და,
უკანაკსნელი ბროლის უნარიც ნახშირორჟანგს შეურია..
აშლილობა ორად მხლეჩდა და,
სატანის კმაყოფილებით,
გამპირისპირებოდა..
უფორმო ნაკვთებზე სარკაზმი სისხლივით შეხმობოდა და მთელი ხმით,
კედლების დახეთქვამდე ხარხარებდა..
სიძულვილისგან მთელი ტანი უკონტროლოდ მიკანკალებს..
უშედეგოდ ვცდილობ მისკენ გავხოხდე,თუმცა,
უფსკრული უფრო ღრმავდება და ჩვენშორის უზარმაზად სივრცეს იკავებს..
სიმწრით ვაჩერებბ ყელიდან ამოხეთქის კივილს..
ხელებით იატაკს ვეყრდნობი და ვცდილობ სულ ოდნავ,
სულ მცირედ,
თუნდაც ერთი წამით საკუთარ თავს დავუბრუნდე,
ძალა რომ მივიღო,
მაგრამ,შფოთვითი აშლილობა მთლიანად იწოვს ყველა ფერს და,
ვენების დახეთქვამდე ივსება ჩემი ტკივილით.
-მიშველეთ!-კივილი საცოდავ ოთახსაც ვერ სცდება,
თოთქოს მოხარხარეს იზოლაციაში მოვექციე და,
ირგვლივ ყველაფერი გაექრო..
გული მეწურება..
გაუსაძლის სუნთქვას ამოყოლილი ძგერა სუსტად ისმის ოთახში და მოპირისპირეს ახალისებს..
დაღებული პირიდან საზიზღრად მოელვარე კბილები დაკრიჭა და მათში საკუთარი მოგონებები საძიძგნად მოიქცია..
უსულგულო თითოდ მაცლის თითო ბგერას..
თითოდ იხვევს კანგამძვრალ ტანზე ჩემს მოგონებეს და მათში იმოსება..
პირში დატრიალებულ სისხლს მისი მიმართულებით ვაფურთხებ და მთელზიზღს ვაყოლებ.
წინააღრმდეგობა უფრო ახელებს და ჩემკენ ,აქამდე უძრავად მჯდომი,მთელი ენერგიით მორბის და მეხეთქება..
სულს განსხეულებული შფოთვა იბატონებს და
ყველა ჩემს,მისი სიბინძურით ცვლის..
ვიტანჯები..
კლანჭები ძლიერად ჩამავლო და კედელს მთელი ძალით შემანარცხაა..
ვერ ვფიზლდები..
ცივ ზედაპირზე ადამიანობადაკარგული ვცურდები და ვხროტინებ..
-მიშველეთ!-თითო ოროლა ამოსუნთქვას გაჭირვებით ვუმატებ უიმედო ბგერებს..
უღმერთო შიში ყველაფერს მინაცვლებს და ტახტრევანზე გირგვინმოსილი დიდებულად კალათდება.
-შეგეშინდა?!-სხეულიდან ამოსული ხმა მბჟუტავ იმედს კლავს და მის სისხლს სვამს.
არ მინდა..
ღმერთო,როგორ არ მინდა თავი ვერ დავაღწიო..
როგორ არ მინდა დავსრულდე..
როგორ არ მინდა უჰაერობამ გამგუდოს და შფოთვამ შემიწიროს..
ამოღამებული თვალებიდან ნაგროვებული უკანასკნელი სითხე ღვარად წამოვიდა..
სასოწარკვეთილმა შიშმა მთელი სხეული გამინგრია და ცხლად დამისერა ღაწვები..
მარცხენა მხარეს,მკერდზე მწარედ დაჭერილი ხელის გული უღონოდ ჩამომიცურდა და მკვრად შინაგანს სხეულიც შეეგება..
თვითკმაყოფილი აშლილობა ტაშისკვდით მომცილდა..
უფსკრულის პირას დადგა და,
ხელები გამომიწოდა..
-მოდი!
სიმწრით ვეჭიდები საკუთარ სხეულს და კბილებიდან უკანასკნელი წვეთით ვცრი..
-მიშველეთ!
სიცოცხლე მინდა..
უჟანგბადობაში ჩაკარგული,
მცირე ხავსს მთელი ძალით ვეჭიდები და არსაიდან წამოსულ ხმაურს ვეგებები.
მესამე პირი ჯოჯოხეთის კარიბჭეს შემოხეთქვოდა და მის ანჯამებიდან ამოძრომას ლამობდა..
შფოთვა კარებს მახინჯი ბეჭებით გაეკრო და მარწუხები მცირედ მოუშვა..
ჰაერში გაკენწლილი იმედი ოთახს ანათებს.
საკუთარი სხეული ჩემი სულის დამოუკიდებლად სარკმელს მივარდა და მუჭით მინა სიმწრით ჩაამსხვრია..
სახეში შემოსერილი ჟანგბადის სუსხიანი ეკლები დაუნდობლად მკაწრავს..
შემონგრეული კარი შფოთვით აშლილობას კედელზე აკრავს და მასში იწოვს..
ერთიანად მოწყვეტილი ლოდი იატაკს ეცემა და ოთახს აზანზარებს..
ღმერთო,შვება...
შვება მაკანკალებს და გულს მიჩერებს..
მთელი უსასრულობა გადის,სანამ სიკვდილგამოვლილი ორგანიზმი ჰაერით ივსება..
ხის ზედაპირზე ხელებით დაყრდნობილი,
სუფთა ჰაერს სახეს ვუშვერ და შვების ცრემლებს ჯებირებს ვხსნი..
მხსნელი ზურგსუკან ძალას გზავნის და მასში მხვევს..
სიცოცხლენაჩუქარი,
მცირედ დაბრუნებული,
მისკენ ვბრუნდები და მომლოდინე ტალღებში ვცურდები..
-ნუ გეშინია,აქ ვარ! -საკუთარი ანარეკლი სარკიდან გაოცებას,მოულოდნელობას,წარმოუდგენელს აფრქვევს..
ყელზე სასოწარკვეთას კვალი დაეტოვებინა და მარწუხებისგან დახსნილი კანი აღდგენას სცდილობდა..
ათას ნაწილად დაშლილი სული,სხეული,გონება და გული ერთ კანში იყრის თავს..
ნაომარ კედლებს ჯერკიდევ შეხმობოდა ძალაგამოცლილი უფორმო ლაქა..
-მომავალ შეხვედრამდე!-სუსტი ხარხარი ოთახს სუსხავს და წამლავს..
ყინვა ნელნელა იფანტება და თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს,
ყველაფერი საწყისს უბრუნდება..
-ნუ გეშინია!-ანარეკლი ჟანგბადს ერევა და უფერულდება..
ოთახში უჰაერობა სრულდება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები