ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ივნისი, 2021


რობერტ ბარძიმაშვილის გახსენება

რობერტ ბარძიმაშვილი - ქართული ესტრადის ბრწყინვალე წარმომადგენელი (1934-2003), დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

რობერტის მიერ შესრულებულ სიმღერებს ხშირად ვღიღინებ. გაგიკვირდებათ და ბარძიმაშვილის ვარსკვლავი გახსნილი არ არის. კარგი იქნება ფილარმონიის წინ ბარძიმაშვილის ვარსკვლავი თუ გაიხსნება. ცუდია გარდაცვლილ ღვაწლმოსილ პიროვნებას ვარსკვლავს რომ არ უხსნიან, კარგი იქნება რობერტის ვარსკვლავიც თუ შეემატება ფილარმონიის წინ გახსნილ ვარსკვლავებს.

იგი როგორც მომღერალი, უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლისას ინსტიტუტის ლექტორმა, ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ინოლა გურგულიამ აღმოაჩინა და საკუთარ ტრიოში ჩართო.

1958 წელს, სტუდენტობისას, რობერტმა უცხო ენათა ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტი დააარსა. იმ პერიოდში ადვილი არ იყო უცხოური სიმღერების რეპერტუარში შეტანა, თუმცა, სტუდენტებმა ეს მაინც მოახერხეს. ასე შეიქმნა ლეგენდარული „ორერა“, რომლის შოუ-პროგრამები არა მხოლოდ მუსიკით, არამედ დახვეწილი, მოდური სტილით, უცხოენოვანი რეპერტუარით, სცენაზე ლაღი ქცევითა­ და იმპროვიზაციით იყო გამორჩეული.

1975 წელს დატოვა „ორერა“ და შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“, რომელმაც 1984 წლამდე იარსება. რობერტმა მუსიკალური სასწავლებლებიდან და კონსერვატორიიდან აიყვანა სრულიად უცნობი ახალგაზრდა მუსიკოსები. იმ დროისთვის მეტად პოპულარული იყო ჯაზ-როკი, რომელსაც ბარძიმაშვილმა ეროვნული ფოლკლორი მოარგო და ამგვარად მიიღო ერთგვარი „ქართული“ საესტრადო ჯაზ-როკი, რომელსაც საკმაოდ მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებდნენ ანსამბლის წევრები. „ვია 75“-ს არა მხოლოდ ახალგაზრდები, უფროსი თაობის ადამიანებიც სიამოვნებით უსმენდნენ და მანაც საკუთარი კვალი დატოვა ქართული საესტრადო მუსიკის ისტორიაში.

1985 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი“.

გადაღებულია ფილმებში „წარსული ზაფხული“ და „ორერა, სრული სვლით!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

რობერტ ბარძიმაშვილის გახსენება

ლეგენდა იყო... ლეგენდად დარჩა,
ხელოვნებაში შექმნა ეპოქა!
დღეს თუ მეორე რობერტი არ ჩანს,
ერს საამაყოდ ერთიც ეყოფა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები