ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: თარგმანი
26 ივნისი, 2021


დავიწყება (არზუ ქარადაღი)

სიცოცხლევ, შენამდე
ან რა გზით ვიარე,
საიდან მოვედი, საიდან დავიწყე.
ფეხები დამისკდა,
სისხლი სდით იარებს,
გულის და გონების ხიდიც კი ჩამიწყდა.
საიდან მოვდივარ,
ან საით წავიდე.
არც დარდი გამოდგა ერთგული მეგზური.
ისიც კი არ მახსოვს,
ვისი ვარ მეზურნე,
სულ გადამავიწყდა.
და ძაფიც არა მაქვს,
თითს გადახვეული.
არავინ მეძახის წარსულის ბოლოდან.
და ყველა სახსოვარი,
რაც გზაში მომქონდა,
გავფანტე, მოვედი
შენამდე ეულად.

სიცოცხლევ, მოვედი ხალთაცარიელი,
სავსე რომ მეგონა
და მხრებზე დავიწყვე.
იმდენი ვიარე,
საიდან მოვედი,
სულ გადამავიწყდა.
ან რა ხმა მეძახდა,
სირენის? ბავშვების?
ხეების ხმები თუ მიხმობდა თავისთან?
სიცოცხლევ, ან როგორ დაგსდევდი, გეძებდი,
ან გული ფეთქვისგან
როგორ არ გამისკდა?
მშიშარა ვიყავი თუ ხსოვნაძლიერი?
ან როგორ ვკვდებოდი,
სიცოცხლევ, შენს გამო.
ვერავის ვიხსენებ,
ვერავის ვეღარ ვცნობ.
იმდენი ვიარე,
საიდან მოვედი  ან ვიყავ როგორი,
სულ გადამავიწყდა.
ან მოვალ საიდან,

თუ მოვალ თავიდან, სიცოცხლევ...



UNUTUŞ (Arzu Karadağ)
ben sana nereden geliyordum hayat
hangi yoldan çıkıp
hangi yola giriyordum
ayaklarım mı kanadı
kalbim mi
aklım mı
unuttum
nereden nereye gidiyorum
hangi sapaktan dönüp
hangi sapağa giriyorum
hangi kederin izini sürüp
hangi acının yasını tutuyorum
unuttum
ne elime bir ip bağlayan
ne önümde iz bırakan
ne ardımda çağıran
kırıntısı yok
hiçbir sevincin
hiçbir hüznün

ben sana nasıl geliyordum hayat
dolu sandığım yırtık bir heybe sırtımda
nereden nereye gidiyorum bilmiyorum
unuttum
siren seslerini mi takip ediyordum
çocukların seslerini mi
kadınların seslerini mi
ağaçların seslerini mi
kuşların seslerini mi
ben seni nasıl buluyordum hayat
bir kalbim var mıydı atan
bir aklım var mıydı korkan
bir anım var mıydı mıhlanıp kalan
ben sende nasıl ölüyordum hayat
tanımıyorum hiçbir yeri
hiçbir şeyi
hiç kimseyi
nereden nereye gidiyorum
ne yapıyorum
nasılım
nasıldım
unuttum

ben sana nereden dönüyordum hayat?!

(პწკარედი: ეთერ სადაღაშვილი, მაყვალა ხარებავა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები