ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2021


მტვერი

ხანდახან ვფიქრობ,
საერთოდ
არც ვარ
და იშვიათად,
ხანდახან,
ვარ,
კი...
გაბზარულია ოთახში სარკე.
გადახდილია ცოდვისთვის ხარკი.
ჯვარცმა.
ხანდახან ვფიქრობ,
მზეც არ ამოვა.
დაიმალება
ღრუბელთა
ტორში.
გამოეცლება
სიქა
და
ტორსი.
ოდესმე,
მტვერი
ფარავს
სამოვარს.
მაგიდას.
სარკეს.
ჯვარცმას
და
ტორშერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები