ხანგრძლივი ტაში,გაბნეული ფეტვივით ხალხში! ტაში-დასტური გულწრფელობის! ტაში დიდების! "ნატაშარი" და "ნადიდები" ვბრუნდებით სახლში... რომ სახვალიოდ ვპოვოთ- "ბოლო გასაყიდები"... ქუჩაში მავალს სიყვარულის გვაცილებს მზერა, ზოგი ჩურჩულით,ზოგიც კიდევ-ეს ის კაცია! მათ შორის ყველამ (რომ მოკითხო) იცის და სჯერა, რომ ვართ სამშობლო...მამული და რომ ვართ "ნაცია"... თუ სიცოცხლეში ნიკალასი გვერგუნა ხვედრი! კიბის ქვეშ მკვდარი რომ გვიპოვონ მწყურვალ-მშიერი... გასაცილებლად ცრემლებს დაღვრის მამრიც და მდედრიც, გაუგონარი უკმარობის "მშვიდი იერით"... სადღეგრძელოში? "მოყვასები" რას არ იტყვიან! საიქიოში გვისურვებენ უფლის წყალობას! -სააქაოში ვერ "ვიცნობდით" ამ ხვავ-სიტყვიანს... არც ის "ვიცოდით" "ატანაზედ" როგორ წვალობდა... იმ "ნათქვამებსაც" საწონებლად მოყვება ტაში... ტაში-დასტური,- სააქაო პატივ-დიდების... ხანგრძლივი..."ფეტვად" გაბნეული(უბრალოდ) ხალხში... ნაფერნაცვალი...როგორც "ბოლო გასაყიდები"... შემოგითვლიან,-"ტაშფანდურას" შენც რომ დაესწრო... სხვათაშორის რომ "გიტაშუნონ-"ბრავო! მაესტრო!"...