ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2021


სონეტი ხეობიდან

შენ,აქ,  ფეხშიშველს  „ფლამენკოთი“  უნდა ჩაგევლო,
. აგიჩხრიალა  ხემ  ფოთლებით  კასტანეტები,
    ისე სავსე ხარ სიგიჟეთი,გოგოვ  კარმენო,
ათას წლის მერეც, ასე გიჟი,  არ დაბერდები.

მღერის გიტარა .. ცეცხლის  პირას  აკვესებს  ვნებას,.
მარიხსაც,  ცეცხლი დანთებული    ცასთან  გქონია.
ასი წლის მერეც , მატადორი აგედევნება
თავზე დაიმხობ არაგონს,თუ კატალონიას,

წითელი ფარჩით  ფასისის  ჩქერს გზადაგზა მოსდევ.             
. აგიჩხრიალა  ხემ  ფოთლებით  კასტანეტები,
თუნდაც,ათასზჯერ,  დანა ჩაგსცეს    ათასმა ხოზემ.
  ათას წლის მერეც , არ მოკვდები, არც,დაბერდები.

  კორიდა მორჩა ...იწონება ხარი სასწორზე...
და .ხეობაში ცვივა შენი  ხმის ხავერდები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები