ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2021


გრეტა ოტო, ანუ როცა ეკლესიის ზარები რეკენ ანგელოზებს ფრთები უჩნდებათ (დასასრული)

  III    ნაწილი
ამასობაში ალეს  ტელეფონი რეკავს.    დახედა ,  უი სიდედრიო და  და ისე დაემანჭა სახე,  თითქოს  ოტკას ხუხავდა, არადა ერთხელ მაქვს ნანახი და არ არის ცუდი ქალბატონი, იუმორის გრძნობაც უხვად აქვს მომადლებული. 
-     ხო! 
-   რას შვები? - მეც მესმის ხმა,  თათია იყო, ალეს მეუღლე.
- შენ რას შვები? არ აპირებ სახლში? სტუმარი  მყავს,  ოთიე,  მოვკალი ჯონჟოლის ჭამით ხაჭაპური მაინც დაგეცხო!
- დაგერეკა, ადრე წამოვიდოდი!  არ წახვიდე არსად,  ცხრისთვის  მოვალ გასაღები არ მაქვს იცოდე! არ გადაწვათ სახლი!
- სა წავალ?
- თუ მარსზე წავა გასაღები ტილოს ქვეშ დატოვოს!  -  მესმის ტელეფონში ალეს სიდედრის ხმა.
- კაი, კაი! - თქვა ალემ და გათიშა ტელეფონი.
მე სიცილს ვერ ვიკავებ. მიხვდა ალე რომ  სიდედრის ხმა გავიგონე. 
-   ა, რა ხალხში მაქვს საქმე, მოდი რა თავისუფლება გაუმარჯოს, ფეხებზე რომ გკიდია მთელი სამყარო!
- მაგას ეძახი შენ თავისუფლებას?
- აბა რა არის თავისუფლება?
- ,,თავისუფლება ისე არ მოდის,
        თავისუფლება ლომთა ხვედრია!“
-   ლომებს სხვა თავისუფლება აქვთ...
- სხვა თავისუფლება არ არსებობას, თავისუფლება ერთია...
- როგორ არ არსებობს...  აი,  შენ, ცოლი  არ გაწუხებს და შვილი! სიდედრი და სიმამრი?  ხარ თავისუფალი...
- ორნაირად შეხედე, შიძლება  ყველაფერმა ამან რაც შენ თქვი, მეტი თავისუფლება მოგცეს..
- სილიბისტრო რას გვეუბნებოდა ხო გახსოვს,  განათლება გვაძლევს თავისუფლებასო...
- მოიცა რა, რამდენი ბრძენი ადამიანი დაუტყვევებიათ...
- მერაბ კოსტავა იცი რას ამბობდა, ციხეშიც ადამიანი შეიძლება  თავისუფალი იყოსო...
- ასეა, რა... ან გარეთ იყო და ციხეში გრძნობდე თავს... აი დედამიწა ციხე არ არის?  იქნებ სხვა პლანეტაზე მინდა  გავიგო რა ხდება?!  ან სიბრძნე რა საზომით იზომება?  აიქუთი...  რომელი პოეტი ამბობდა?  -  ,,...სისულელეა, ყველაფერი სისულელეა... “
- ეს ლექსიც სისულელეა?
- არა, რატო?  ძალიან მაგარია!
- თუ ყველაფერი სისულელეა, ეს ლექსიც სისულეელა, ისიც ყველაფერში შედის...
- მოიცა,  მაშ  სიბრძნე სადღაა?
- სიბრძნე არის ვირის ტყავით შემოსილი...
-      ის გამახსენდა,  სოლომონ ბძენი რომ ვირს ეუბნება,  შენ ყოფილხარ ბრძენი და მე ვყოფილვარ ვირიო...ხო იცი აი ამბავი...
- დაახლოებით!     
- მოკლედ დაათვრეს ერთ ქორწილში სოლომონ ბრძენი, ისე რომ  ყველა გასაღები დაკარგა...
- რა გასაღები?
- სახლის, ჭიშკრის, სეიფის, ფეის ბუკის....  გატიალდა რა...  ხოდა  მოდის მეორე დღეს სახლში მაშინდელი ბმვ-თ, ვირით ანუ...
- ცხენი მაინც გეთქვა...
- ვირით თქო, ცხენი მერსედესია...
- იპოვა გასაღებები?
- კი ნაწილობრივ, მოდის, პახმელიაზეა, თავი უსკდება...
- მაშინაც იყო პახმელია?
- კი, ნოეს მერე ასეა...  ხოდა შეხვდათ პატარა წყარო...  დალია სოლომონ ბრძენმა წყალი, დალია ვირმაც...  დაადგა ვირს სოლომონი თავზე,  დალიე  კიდოო  -  ეუბნება. უარზეა ვირი,  ვერ დაალევინა ზედმეტი ვერაფრით.      ხოდა შენ ყოფილხარ ბრძენი და  მე ვყოფილვარ ვირიო..

    IV ნაწილი
მოვდივარ ალედან.ცხრის ნახევარია, ცხრაზე სახლში უნდა ვიყვე,  თუ  გარეთ  პატრული შემნიშნავს ორი ათასი ლარი ჯარიმაა,  ეს  რომ  გადავიხადო რამდენი ნახატი უნდა გავყიდო ძველი თბილისის პეიზაჟით.  კარგად ვარ ჩაბუჟბუჟებული.  ქუჩაში არავინ არ ჩანს, ნიღაბსაც ვიხსნი , აი ეს არის თავისუფლება, ღრმად ვისუნთქავ  საღამოს თბილისურ ჰაერს, მთელი დუნია  ჩემი მგონია,  ძრწოდეთ მტერნო ჩემი ქვეყნისა, ახლა  სადმე თემურ-ლენგიც რომ შემხვდეს,  კუდით ქვას ვასროლინებდი, არადა რვაჯერ იყო ჩამოსული ის ჩემისა, ან არ ეზარებოდა ცხენით ჯაყ-ჯაყი,  ფრენები ხო მაშინაც არ იყო...  თემურ ლენგი და შაჰ აბაზი არა, მაგრამ მეტეხის ხიდზე ვიღაც გოგო დგას...  ისიც უნიღბოდ, გამხდარი, სიფრიფანა...    ბარათაშვილის ხიდზე რომ გოგონები დგანან, ერთი აქეთ ხომ არ გადმოვიდა.  უი,  იგივე თხელი  საზამთრო ჩალისფერი კურტკა და ჯინსის შარვალი... გრეტა გარბო...  თუ როგორ არის...  გრეტა  ოტო... ,,ესთეტიური სიამოვნება“.  რა ლამაზია...
- და შენ ის არა ხარ,  გრეტა გარბოს რომ ეძებდი?
- გრეტა ოტოს!
- ხო გრეტა ოტოს...
- კი, ის ვარ...
- ხო, უნიღბოდ ვერ გიცანი!
- ვითომ ნიღაბით მიცანი...
-   კი, გეთანხმები ვერ გიცანი,  იმ  გოგონების  ქანდაკებიდან  ერთი მეგონე  ბარათაშვილის ხიდიდან,  და აქ რას აკეთებ?
- თქვენი საქმე არ არის!
- არ მითხრა ახლა უნდა გადავხტეო?!
- ხო, უნდა გადავხტე!
- მოიცა, რა    მართლა უნდა გადახტე?
- საქმე არა გაქვთ, გაიარეთ რა!
- ასე პეპლისთვის ნერვიულობთ?!
- არა ჩემი გულისთვის, თავს ვერ ვპატიობ,  გრეტა ოტო დავკარგე.
- იქნებ  მოგეჩვენა თუ მხოლოდ არგენტინასა და ბრაზილიაში თუ არის...
- მექსიკაშიც!
-   ხო მექსიკაში, ამ ზამთარში აქ როგორ მოფრინდებოდა, მით უმეტეს პანდემიის გამო ფრენებიც არ არის.
- ეღადავე    მიკლუხო მაკლაის!
- ადრე  ჯო დასენსო ამბობდნენ.
- ეს როდის იყო?   
-   არ ვიცი არ მახსოვს, იცით  გოგონა, ძალიან გთხოვთ რა,  მოშორდით მოაჯირს,  გაფრთხილებთ ცურვა არ ვიცი!
- რაში მაინტერესებს თქვენ რა იცით ?!
- და წყალიც ახლა ძალიან ცივი იქნება და გაცივდებით!
- რა  თქვენი საქმეა,  რა მომივა?  იქნებ  გააგრძელოთ გზა!
-   იცით რა?    მე გირჩევ, თუ მაინც გადახტომას აპირებთ,  ტაძრის ზარების ხმა რომ გაიგონებ მაშინ გადახტი! 
- ვითომ რატომ?!
-   სადღაც წამიკითხავს,  როცა ზარები რეკენ, ანგელოზებს ფრთები უჩნდებაო.  თუ ანგელოზი ხარ,  გადარჩები... ისე,  ცურვა იცი?
- არა!
- მოკლედ  გადახტომა გამორიცხე,  მალე ცხრა გახდება,  სად ცხოვრობ?
- რა შენი საქმეა?
- უბრალოდ მაინტერესებს!
- ვარკეთილში.
-   ახლა ტაქსსაც ვერ იშოვნი, მეტრომდე  რომ მიასწრო,  მაინც სახლში ვერ მიასწრებ, ზედმეტი ორიათასი ლარი  თუ არ გაქვს,  შემიძლია ჩემთან დაგპატიჟო. 
-   თქვენ გგონიათ ვიღაც უცნობ მამაკაცს სახლში გავყვები?
-   უცნობი რატო,  შუადღით უკვე გნახე,  ახლა რომ დაგინახე,    გიცანი არა? ანუ  საუკუნის არა მაგრამ ნახევარი დღის ნაცნობები ხომ ვართ?!
-   შენ  ფიქრობ ნაცნობობა მარტო მეორეჯერ  ნახვას ნიშნავს? 
- ახლა, ასე თუ გავყვებით,  ჯერ ხუთ ფუთ მარილამდე მივალთ..
-   ცხრა!
-   მთლად უარესი... თან  მგონი ძველი რომაელების სიტყვებია, შეიცან თავი შენიო...
- ამას ძველი ბერძნები ამბობდნენ და არა რომაელები.
-   რა მნიშვნელობა  აქვს ვინ ამბობდა, აზრია მთავარი.  ანუ  ადამიანი  სხვა იცნოს კი არა საკუთარი თავის შეცნობაშია  მთელი ცხოვრება.
-   იქნებ და მანიაკი ხართ?!
-   მანიაკი არა,  მალიარი ვარ,  თუ ოდნავ გავალამაზებ, მხატვარი... 
-   მალიარი ან მხატვარი არ შეიძლება იყოს მანიაკი?
-   გამორიცხულია!
-   მხატვრები არ ხართ სანდო ხალხი, შიშველ ქალებს ხატავთ...
-   ჩაცმულებსაც ვხატავთ,  იცით, გამოგიტყდებით, როგორც კი დაგინახეთ, ძალან  მომინდა  თქვენი დახატვა  ზუსტად ასე ჯინსით კურტკით და ნიღბითაც, რომელიც მაშინ გეკეთათ.  თან    უფალი ხატავს, ჩვენ გადამხატველები ვართ!
-   ღმერთს ნუ სცოდავ,  პავლე...  თუ რა გქვია?
-   ოტო...    - 
-     იცი რა, ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ, ვინც ოდესმე შემხვედრია...    და ძალიან ვნანობ,  რომ საერთოდ გნახეთ!
  უცებ ვერ მივხვდი რამ გააბრაა.  ისე დიდად არასდროს არ მხიბლავდა ჩემი სახელი,  რაც პასპორტში მიწერია, ანუ ოტო, ისე ნაცნობები ყველა ოთარს მეძახის, ახლო მეგობრები კი ოთიას.  რა ჩემი ბრალია, თუ ჩემი ნათლია,  საბავშვო ბაღის დარაჯი,  რომელმაც მიპოვა ჩვრებში გახვეული ჭიშკართან,    ოტო ბისმარკის ფანი იყო, დიდი გერმანული  იმპერიის შემქმნელის.    მართლა ოტო მიწერია პასპორტში.
-     რა დავაშავე?
-     იგონებთ, რომ ოტო გქვიათ!
ახლა მივხვდი,  თუ რატომ გაბრაზდა, - ისევ ეს გრეტა ოტო..
-     და თქვენ რა გქვიათ ?
-     გრეტა!
მეცინება.
-     ჰუმორის გრძნობაც  უხვად გაქვთ!
-       სასაცილო რა ვთქვი?!
-       გრეტა  რომ გქვიათ!
-       და თქვენ რომ ოტო გქვიათ, მე დაგცინეთ?!
უცებ,  ორივემ ერთდროულად, თითქოს შეთანხმებულებმა  პირადობის მოწმობები  ამოვიღეთ, სადაც    ქუჩის განათების ფონზეც კი  კარგად სჩანდა  სახელები -  გრეტა და  ოტო.
ალბათ არც უნდა დამეწერა,  ჩემს ნაქირავებ ბინაში  რომ მივედით ვერცხლის  ქუჩაზე, ზუსტად ცხრა სათი იყო...

(დასასრული) 

    29,06,21.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები