ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2021


სამოთხის ზღურბლთან (ქრისტ.პოეზიის ფესტ. საუკეთესო ლექსის ნომ)

      სამოთხის ზღურბლთან
(ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის
საუკეთესო ლექსის ნომინაცია)

                        ვუძღვნი სრულიად საქართველოს
                        კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს
                                                ავტორი

ჰყვაოდა ბუნება და შიშველფეხება,
საღამოს სიგრილეს, მირეკდა გრიგალი,
მინავლდა, შეჩერდა და იგრძნო შეხება,
სამოთხის ზღურბლის წინ უეცრად მიმდგარი; -
შეშფოთდა! ...
ვერხვების ფარვანა უტკბილო ფანტელი,
ბრუნავდა, ცვიოდა და უცებ დაბერდა,
დარდისგან მოლამბულ ბუმბულის სარტყელით,
ნარ-ნარა სასთუმალს მიწაზე აგებდა,
ბალიშიც საწოლზე ლამაზად წაფერდა.
ჩათვლიმა! ...
იმძლავრა ძილქუშმა და  ჟამი მიმქრალი,
ნელ-ნელა მავალი რიტმული ნაბიჯით,
დღეს  თავგზას ურევდა, მზეს რვალად ადნობდა,
სუნთქავდა სამარე სიბნელით ნაჯიჯგნი;
დაისის სიწითლეც თანდათან აგორდა; -
ინათლა! ...,
იქ, სილაჟვარდეში ცურავდნენ ღრუბლები,
მეწამულ ფერებში ცის თაღი ჰყვაოდა,
სარკეში მზირალი ფუმფულა სინაზით,
ღვთიური სხივებით გამთბარი ხელები,
ეპოქებს ავსებდა სიკეთის მირაჟით,-
ნათლავდა! ...
მიჰყავდა ისინი სამოთხის ზღურბლამდე!

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები