ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2021


* * *

როცა ვედრებას მორჩებიან და ეს წირვები...
სხვა სპექტაკლების ანტრაქტებში შევხვდეთ იქნება.
ჩვენ ჩამოგვხსნიან ჯვრებიდან და გაგვაძვირებენ.
ჩვენ ჩამოგხვსნიან ჯვრებიდან და წვიმა იქნება.

რა კარგი იყო... არასოდეს განმეორდება.
მშვიდობით , "ვინსტონ", მშვიდობით, "ვინსტონ"!
შავმა ორბებმა გაიფრინეს, შავმა ორბებმა.
აწ სულერთია, ჩემო მზეო, სად ხარ და ვისთან.

ვის შემორჩება ნატყვიარი, ნაიარევი.
თვალებში სევდა დაუგროვდათ ტანმაღალ ბიჭებს.
მეც ჩვევად მექცა ძმაკაცებში სუფრის არევა.
და უშენობა, მარყუჟივით ყელზე რომ მიჭერს.

ახლა ვიხსენებ გრძელ ღამეებს, თეთრად შენაღებს.
იმ გძელ, უძილო ღამეებში დაგროვილ ნახშირს.
ასე მგონია, წუთი- წუთზე კარებს შეაღებს.
ასე მგონია, წუთი-წუთზე შემოვა სახლში.

როგორც ყოველთვის, შუა გზაში აზრი მიწყდება.
იმ გრძელ  უძილო ღამეებში ნაწერს თუ ნაქსოვს,
მოისვრი წყალში და მე თუ მახსოვს
შენ, ჩემო მზეო, ინათებ და დაგავიწყდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები