ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2021


სტავროგინარიუმი


ეს პესიმიზმი ანტიკურია.
ეს ალერგია ანალიზური.
დგანან პირისპირ არაფრისტები,
და რისი არ სწამთ, ვერ გაუგიათ.
როგორ ითხოვენ შველას და ხელებს
მათი თვალების სიმრგვალეები.
როცა ტანსაცმელს შემოახევენ,
წავლენ და სხვა აზრს გაამაგრებენ
თუმცა აზრი ხომ თავისთვის ცხოვრობს
ამ ახალგაზრდულ სიჭარმაგეში.

უცნაურია, ან ჩვენ რა ვიცით,
ვინც ყულფებიდან ძმებმა ჩამოგვხსნეს.
და სიმთვრალეში მიღწეულ ფიცით
გვჯერა, რომ არის სადღაც სამოთხეც.

გამოჩნდებიან მებადურები,
ტრუბადურებიც გამოჩნდებიან.
გიტარისტები, მეფანდურენი
მათ სიამაყეს ჩამორჩებიან.

გამოჩნდებიან და არაფრისთვის
დანგრეულ მორალს მოგვიქავებენ.
მზე რატომ დადის, არავინ იცის.
მზე ირმის ნახტომს მოგვიქავერებს.

და ერთხელ კიდევ ამოქმედდება,
სადაც არ სჯობდა, გაცლა რომ სჯობდა.
ღმერთი უცდიდა ამოღერღებას.
უცდიდა ღმერთი. დუბლინი ბჭობდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები