 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 3 ივლისი, 2021 |
ჩემი უსასრულო მარტოობა იწვის, როგორც უკანასკნელი ღერი სიგარეტის, კენტი 8 ნომერი, ნახშირიანი ფილტრით, ნაკლები სიმყრალით, მხუთავი აირით, ნიკოტინით და ავიტამინოზით. გზები მიდიან დელი-დელია და ოკრობოკრო, მთვარემ გუბეში გაამხილა სილუეტი-კენტავრის, რომელსაც ტანი საკუთარი თავივით შეუყვარდა, გულში იძახის: ამაღამ სასაფლაოზე ავიტან მიმოზას. საცაა მოდგეს წყალშიყინულჩავარდნილი ფერიცვალება, უცხო ენაზე ამეტყველდეს, როგორც ლინგვისტი აგვისტოს ღამე, ბნელი ღამე, სადაც სიზმარი გამოჟონავს, სიხარულის ცრემლებივით-უძილობისგან სავსე თვალებზე. ჩამოდნებიან სხვადასხვა ფიგურის და ფერის ცვილები, ვიდევ ვინ მოთვლის, რამდენ ღამეს მოკლავს აგვისტო, რამდენ ოცნებას შეატოვებს ცალად არიზონას, კიდევ რამდენი კართაგენი, კიდევ რამდენი, უნდა დაეცეს?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|