ნაწარმოებები



ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2021


* ელოს!* *

ელოს!11 წლის წინანდელი დოკუმენტი შენახული მაქვს.  10 წლის ელენემ ჟურნალისტის შეკითხვას პრეზიდენტი, რომ იყო რას გააკეთებდიო უპასუხა, სახურავებზე ხეებს დავრგავდი ჰაერი რომ გაასუფთავონო, ამგვარი იდეა მოგვიანებით ევროპის ქალაქებში განახორციელეს მე კი ლექსი მივიძღვენი, მის ამ ნათქვამს

შენი ნატვრები სუფთაა 
ისევ როგორც 
ხეები სახურავებზე
ნამით დაგბანენ,
აგწევენ ცისკენ
წვიმის ჩანჩქერში
გაცურავებენ
მათ არ აშინებთ
ქალაქის სმოგი
გვიცავენ
ჰაერს ასუფთავებენ.
გთხოვ,
არ გაბრაზდე. თუ შენი
აზრი, სხვებს
ღიმილს მოგვრის
  მე დაგიჯერებ აგიხდენ
სურვილს. ფეხზე დავდგები, 
დაგირგავ ხეებს სახურავებზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები