ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2021


გერტრუდას პასუხები-10

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ერთ-ერთ წერილში გაიხსენე სტენლი კუბრიკი,
მართლაც რომ ფართოდ დახუჭული თვალებით დავალთ,
გსურს განვიხილოთ, თუნდაც გვქონდეს მცირედი დავა?
მაგრამ კამათში უნდა იშვას ჭეშმარიტება,
საპირისპირო რამე რომ თქვა, ნუ შეშინდები,
იმ ფილმის მსგავსად არ მოვაწყობთ, ვიცი, ორგიებს,
ვერც ზიარება გვიშველის და ვერც ლიტურგია,
ჩვენ არც ნიღბები დაგვჭირდება, არც პაროლები,
(უბრ ალოეებს დავესესხოთ უბრალოება)
მხოლოდ თვალებით ვისაუბროთ, ხოლო უბრად კი,
იყოს სამყაროს რეჟისორი, სტენლი კუბრიკიც,
იმდენი რამე ვერ გითხარი, მართლაც იმდენი,
წყალს წაუღია ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ერთ-ერთ წერილში გაიხსენე სტენლი კუბრიკი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები