ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2021


დაკარი

ცხოვრება-ტრუმენის შოუა.
თვალები ამომდის კეფაზე.
ერთხელაც, დედა მოუა,
მსურს, ვიმყოფინო ხელფ100,
სურვილი არის სათუო,
არ ვიძახოდე: help us, o...
გული არავის ანდო, რა,
ყველა თავის წილს აურევს,
ლუქსემბურგი და ანდორა,
ვატიკანი და ნაურუ,
გააპანღურე პანდორა,
პანდორა გააპანღურე.
ადექი, ფეხი დაკარი,
თუნდაც ბავშვური კაპრიზით,
ნახე ნჯამენა, დაკარი,
წაითევზავე კარპიზე,
მოიმარაგე მაყალი,
ნუღარ იფიქრებ კაპრიზე.
შესვი რომი ან მარტინი,
დახატე ჟღალი ფლამინგო,
ატარე ასტონ მარტინი,
გახსოვდეს იან ფლემინგი,
უთუოდ დარჩით მარტონი,
რომ წაიცეკვოთ ფლამენკო.
ყველა ჯუზეპე ავერდე,
ყველა ვილჰელმი ალისტე,
ეცადე, გვიან დაბერდე,
ეცადე, იყო კალისტო,
იუპიტერის ხავერდი,
ბოდლერის ბოლო აგვისტო.
გაყიდე სახლი და კარი,
როგორც აპრილი-მაისმა,
ადექი, ფეხი დაკარი,
გეყოს მა ჭამა, მაი სმა,
ნახე ნჯამენა, დაკარი,
შორით გუგუნი მაისმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები