ნაწარმოებები



ავტორი: სიტყვის კაცი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2021


ქარაშოტი

შენ რომ მოგწონდა სიამაყე
ჩემი - წაიღო ქარაშოტმა.
სასაცილო და ქარაფშუტა
სიზმრები განმიიარაღე!
ნაბახუსევმა, კომიკურად,
გამითანაბრა ანგარიში.
ასე მგონია, სანგარში ვარ
და გადავრჩები, რომ გიყურებ.
დღეს კი, როდესაც ველად ყრია
წლები, რომლებმაც ჩაიარეს,
იქნებ, მოხვიდე და იარებს
ამოაცალო ყველა ტყვია.
მოაჯირებმა და ფანჯრებმა
როდემდე უნდა გამაჩერონ?! -
ვინ იცის, იქნებ, დამაჯერო,
რისიც, თვითონაც აღარ გჯერა.
წვიმა ნერვებზე თამაშობდა,
გავრბოდი მრავალწერტილიდან …
წლებმა წაიღეს წერილი და
ის სიამაყე - ქარაშოტმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები