თვალებს აფაფხულებს მარტი, ღიმილი იებად სცვივა, ვისაც დედა ჰყავს გვერდით, მას არასოდეს სცივა. დედების გულია მტკიცე, ყველა ღადარივით ცხელი, თბილია კალთა დედის, სამყაროსავით ვრცელი. დედის ღიმილია თვით მზე, ცრემლია საოცრად მძიმე, ისე იცხოვრე, დედა, არ შეგიგინოს ვინმემ. დედის საფლავზეც სიო, დაჰქრის ალერსად შვილის, მლოცველი არის იქაც, მისი მოდგმის და ძირის. თვალებს აფაფხულებს მარტი, ღიმილი იებად ცვივა, ვისაც აღარ გვყავს დედა, ვაი, რომ მუდამ გვცივა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|