ნაწარმოებები



ავტორი: სერგეი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2021


არაფერი არაფერზე

ჩვენ შორს გავრბივართ....შორს, შორს, დიდ ქალაქებში, თითქოს ვიღაც გვეძახის, სინამდვილეში კი ეს ხმები ჩვენშია
მივდივართ სევდის მოსაკლავად,ყველაფრისგან ან  არაფრისაგან დევნილნი, გვინდა გავიგოთ რისთვის მოვდივართ დედამიწაზე
სევდა კი რჩება, ის ჩვენში იყო, ისევე როგორც ყველაფერი.
ვერ ვაღწევთ  მიზანს, არსადაა  სიმშვიდე
კიდევ ვფიქრობთ,  კიდევ ...კიდევ ....
მერე თითქოს ვხვდებით....
ვხვდებით რომ
ხანდახან უნდა წავიდეთ, რომ დავრჩეთ
ხანდახან თურმე დუმილი უნდა შევწყვიტოთ,
მაგრამ ხმა არ უნდა ამოვიღოთ
რომ სიყვარული თურმე უბრალოდ გრავიტაციული ველი ყოფილა  და მეტი არაფერი, მარტივი მიზიდულობაა
და ისევ ბოლო, ყველაზე მტკივნეულ  საკითხს ვუღრმავდებით, თუმცა ვხვდებით რომ ვერ ამოვხსნით
რისთვის მოვდივართ დედამიწაზე
თუ ისევ უნდა წავიდეთ
გადაღლილნი და გულგატეხილნი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები