ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2021


ჩემს პოეზიას რომ უხდები იცი ძვირფასო?
შენი შემყურე თვით კალამი ყვირის მიყვარსო...
და მე უბრალოს რა ძალა მაქვს არ ავყვე ფეთქვას,
კალმის ვენებში მოჩუხჩუხე ამ სისხლის ნექტარს?..-
ძვირფასო...
იცი?-
საღამოს მზეს მოჰგვხარ სევდით...
და დამაქვს ეს მზე ტუჩებით და...
და კიდევ მკერდით.
...ჰო... მინდა ასე "მამძიმებდე" ოდნავი ნისლით
მერე ფურცელს რომ დავაფიფქო დაცლილი ფიქრი
და დაგაბნიო სტრიქონს შორის თამამ ბგერებად,
დაგხატო სივრცედ... უსასრულო თავდაჯერებად,
რომ  უიმედო, ჩემს ოცნებას მხოლოდ შენს გზებზე
ვპოულობდე და სხვა სამყაროს აღარ ვეძებდე.
ძვირფასო... გეტყვი... ღამეები თენდება შენით
და ალიონსაც შენი მზერის გადაჰკრავს ფერი.
დამწველ შუადღეს კი მგონია  სხვაგვარად გეტრფი...
მწუხრის პირს ლოდინმორეული
ამასაც გეტყვი:
ჩემს ლექსებს შენი სუნი ასდით, შენით სუნთქავენ...
ჰო... პოეტები ყველა ვნებას სტროფებს უთქვამენ,
მეც პოეტი ვარ, არ მადარდებს რას ფიქრობს "მიწა",
მხოლოდ კი შენი პოეტი ვარ, შენი ვარ... ვფიცავ!
და ასე კალამს განდობილი შენს გზებზე ვყვები,
მაგ ნაბიჯების მელოდიით ფურცელზე ვლღვები...
-----
ჩემს პოეზიას როგორ შვენი ხედავ, ძვირფასო?
მელნად დაღვრილი ჩემი სისხლი კივის მიყვარსო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები