ნაწარმოებები



ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2021


რა უნდა მეთქვა სამშობლოზე

რა უნდა გითხრა ჟღალთმიანო მე სამშობლოზე,
როგორ გიმღერო?!

ჭრელი ირმები წაქცეულან, ჭრელი ირმები,
ამ ჩვენს გადაღლილ ვრცელ მინდვრებში,
მტკაველ მიწაზე.
ჭრელი ირმები წაქცეულან ,დაღონებულან
და იზოგავენ გულის ცემებს სიკვდილის პირას.

მე ვიცი როგორ  გვიხსენენ ენგურს გადაღმა,
როგორ იხმობენ სხეულებზე ყორნისფერ ძაძებს
ჩვენი დედები,
როგორ ყვებიან ღამ-ღამობით ტრაგიკულ ამბებს
და როგორ ძვრებათ ამ ცხოვრების ღილი მკერდიდან.

ენგურს გაღმაა ბზიფის ფართო და განიერი
ძველი ნაპირი  ისევ ისე სქელი ტალღებით,
მე მახსოვს როგორ ვისველებდით სახეს იმ წყლებით
მე ძლიერ მახსოვს ის ბიჭები და ის მზეები

როგორ წავიდნენ მოხრილები და ის მზეები,
როგორ მოიცვეს ნაბადივით,გულზე ხელები
რომ დაიკრიფეს მკაცრ ზამთარში ხელები ნაძვთან
და გაზაფხული,გაზაფხული აღარც მოსულა.

სადღაც ახლოა ბიჭვინთა და ოჩამჩირე,
სქელი ტომების სქელი დასტები
სადაც ყოველღე სიზმრებივით ყვებიან ამბებს,
"რა გვეშველება" "იმედები" და მისთანანი,

რა უნდა გითხრა სამშობლოზე,მეთანაღრება,
რაღაც გემო აქვს სიმშვიდის და ძეგლად ყოფნის,
ჭრელი ირმები წაქცეულან, ჭრელი ირმები,
ამ ჩვენს გადაღლილ ვრცელ მინდვრებში,
მტკაველ მიწაზე.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები